სამართალი
„მაისიდან ინგლისსა და უელსში 18 წლამდე მოზარდებს სოლარიუმის გამოყენება ეკრძალებათ.
ის დაწესებულებები, რომლებიც არ დაემორჩილებიან ახალ რეგულაციას, 20 000 ფუნტით დაჯარიმდებიან.
2010 წლის სოლარიუმების აქტი ძალაში შედის მას შემდეგ, რაც ახალმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ ბრიტანეთში დღეში 35 წლამდე ასაკის ორ ადამიანს ესმება კანის კიბოს ყველაზე მომაკვდინებელი ფორმის – მელანომას დიაგნოზი. „ხელოვნური და მზის გამოსხივების შედეგად მიღებული დაზიანების გამოვლინებას წლები სჭირდება და განსაკუთრებით დაუცველნი არიან მოზარდები და ბავშვები, რადგან მათი კანი ძალიან მგრძნობიარეა“, – განაცხადა საზოგადოების ჯანმრთელობის მინისტრმა ან მილტონმა. მისივე თქმით, სოლარიუმის ინტენსიურ ულტრაიისფერ გამოსხივებას შეუძლია კანის სამუდამოდ დაზიანება მხოლოდ ერთხელ გამოყენებითაც კი“.