აქტუალური
ოქრო საქართველოშიც ძვირდება

oqrooსაერთაშორისო ბირჟებზე ოქროს რეკორდული გაძვირება ქართულ ბაზარზეც აისახება. თბილისში უმსხვილეს ოქროს სავაჭრო ცენტრ „ოქროს ბირჟაზე“ აცხადებენ, რომ შემცირებული რეალიზაციის გამო, ფასების გაძვირებას მაქსიმალურად ერიდებიან. თუმცა რამდენიმე დღეში ფასის მატება გარდაუვალი იქნება და ოქროს ღირებულება 5-10%-ით მატება მოუწევთ.

ანალიტიკოსების პროგნოზები დამაიმედებელი არ არის და ოქროს ფასი ზრდას ისევ გააგრძელებს.

დღეისთვის 585 სინჯის ოქროს ჩასაბარებელი ფასი 39-40 დოლარია, ხოლო ბაჯაღლო ოქროსი – 42-43 დოლარი. აქვე შეგახსენებთ: საერთაშორისო ბირჟებზე ოქროს ფასმა მორიგი ისტორიული რეკორდი დაამყარა და უნციაზე 1458 დოლარს გადააჭარბა.