პოლიტიკა
პრემიერი გახარია - არჩევნებს ჩავატარებთ უმაღლესი დემოკრატიულობის ხარისხით, „ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. ჩვენ ამ არჩევნებს ჩავატარებთ უმაღლესი დემოკრატიულობის ხარისხით და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში. ეს წარმატება ამ ქვეყანას სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კოჯორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ დღეს იწყებს საარჩევნო კამპანიას და წარადგენს მაჟორიტარობის კანდიდატებს.

დარწმუნებული ვართ, ჩვენ ამ კამპანიაში გავიმარჯვებთ, ეს გამარჯვება იქნება ქვეყნის წარმატება, რადგან ზუსტად ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო, ზუსტად ვიცით, რა გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ სწრაფად, ეფექტურად და გვაქვს კონკრეტული გეგმა. ჩვენ 2020 წლის არჩევნებზე მივდივართ ახალი, უფრო პროგრესიული საარჩევნო სისტემით. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა შეუძლებელი, რომ არა 2012 წლის მიღწევა და ამის შემდეგ შენება ყოველდღიურად დემოკრატიული, ევროპული და სამართლიანობის ფასეულობებზე დაფუძნებული ქვეყნის. ეს გახდა შესაძლებელი მხოლოდ ამიტომ. პროპორციული არჩევნები არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დემოკრატიის მიღწევასთან ერთად, არის ქვეყნის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა. ეს არის პასუხისმგებლობა პოლიტიკური პარტიების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, ხოლო მოქალაქეები, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს ჩავატარებთ უმაღლესი დემოკრატიულობის ხარისხით და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში. ეს წარმატება ამ ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.