საზოგადოება
ცხინვალის თქმით, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ღამურების შეგროვება სურდა

 საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „უშიშროების სამსახურმა“ 16 ივლისს განაცხადა, რომ 3 ივლისს „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქე რეგიონში გადასვლას ლუგარის ლაბორატორიისთვის ღამურების შეგროვების მიზნით ცდილობდა.

ბიოლოგიურ ომთან დაკავშირებული მორიგი ბრალდების გაჟღერებისას, ოკუპირებული ცხინვალის „უშიშროების სამსახურმა“ განაცხადა, რომ თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიას იმ ჯიშის ღამურები აინტერესებს, რომლებიც ცხინვალის რეგიონშიც ბუდობენ.

საქართველოს „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის“ დირექტორმა, რომელიც ამირან გამყრელიძემ ცხინვალის უშიშროების სამსახურის მიერ ლუგარის ლაბორატორიას შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „მოგონილი“ და „დადგმული პროვოკაცია“ უწოდა.

მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიის ექპერტები ღამურებზე მართლაც ატარებდნენ კვლევებს იმის დასადგენად, ხომ არ არის ღამურა საქართველოში ცოფის ან კორონავირუსის გადამტანი, თუმცა „ეს ასე არ აღმოჩნდა“. გამყრელიძემ განაცხადა, რომ ნიმუშების შეგროვებაში ცენტრის სპეციალისტები არიან ჩართულები და არა რიგითი მოქალაქეები, როგორც ამას ოკუპირებული ცხინვალი აცხადებს.