საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით მზად არის გაემგზავროს ვიზიტით უკრაინაში.
კიევისა და თბილისის ურთიერთობებში ბზარი გაჩნდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილი-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელზეც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ძებნაა გამოცხადებული, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა.
„მე პირადად მზად ვარ, როგორც კი დრო დადგება, განვახორციელო ვიზიტი, რომელიც „კოვიდის“ გამო, დიდი ხანია, გადაიდო და არა მხოლოდ „კოვიდის“ გამო. ვეცდები, აღვადგინო ურთიერთობები იმ საფუძველზე, რომელიც შეესაბამება ჩვენ ტრადიციულ, მეგობრულ კავშირებს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ „უცხოელი მოქალაქეების“ მხრიდან „პროვოკაციული ტონი“ საქართველოს მთავრობის მისამართით აზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს.
სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა საქართველოს პირველი პირების განცხადებების მიუხედავად მოხდა.
საპასუხოდ თბილისმა კიევიდან კონსულტაციებისთვის თავისი ელჩი გამოიწვია. მაშინ ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებამ „საქართველოსა და უკრაინას შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები გაართულა“. რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ არ აღიარებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას და საპარლამენტო არჩევნების დროს „წინა ხაზზე“ დადგება. ამ ზაფხულს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ექს-პრეზიდენტის გამონათქვამების გამო საქართველოში უკრაინის ელჩს უკვე ორჯერ მოსთხოვა განმარტება.