პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: გასულ კვირაში კავკასიაში მოწყობილი ყველა პროვოკაცია ერთი ცენტრიდან არის პროვოცირებული

      მოულოდნელად წამოწყებული სამხედრო ოპერაციები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არა ყარაბაღში, არამედ თითქმის საქართველოს საზღვარზე; და ამავე დროს, კამუფლაჟებიანი და ნახევრად ავტომატურ შაშხანიანი საქართველოს მოქალაქეების დაკავებების სერია - არამარტო რუსი მესაზღვრეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, არამედ თვით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეც - დაღესტანში: ვითომ დამთხვევაა?

   რა მიზნით ესვრიან დღეს ერთმანეთს სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს კორონავირუსთან გამკლავება, თანაც - ტოვუზის რაიონში?

   რა მიზნით შეიჭრნენ თითო-თითოდ ქართველი უსაბუთო "პარტიზანები" ღრმად "მტრის ტერიტორიაზე", მიუხედავად იმისა, რომ წინდაწინ იცოდნენ - დაკავების ან სულაც, მოკვლის რისკის ქვეშ იდგნენ?

   პასუხი მხოლოდ ერთია: პროვოკაციის მიზნით. ვიღაცამ წააქეზა რამდენიმე სომეხი და აზერბაიჯანელი სამხედრო პირი მეორე მხარის გამომწვევი ქმედების ჩადენისკენ, რაც რეაქციის გარეშე ვერ დარჩებოდა. ვიღაცამ დაიყოლია რამდენიმე ქართველი სოფლის მკვიდრი, რომ მოეხდინათ რუსი მესაზღვრეების პროვოცირება დაკავებაზე შემდგომი პოლიტიკური რეზონანსით. და მხოლოდ მტრებს თუ იდიოტებს შეუძლიათ დღეს ახსნან, რომ აზერბაიჯანელებმა თურმე ომით შეინარჩუნეს თავიანთი ყარაბაღი, ხოლო ქართველები არ აღიარებენ რუსულ ოკუპაციას და საკუთარ მშობლიურ ქართულ მიწაზე დადიოდნენ!

   სინამდვილეში, ყველაფერი არც ისე მარტივადაა. საქართველოში - საპარლამენტო და აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინ, და სომხეთში არასტაბილური ვითარების პირობებში, რომელიც ძალიან გამწვავდა კორონავირუსის ეპიდემიის გამო, წამოჭრილია ამოცანა -კავკასიაში არსებული ვითარების აფეთქება, რათა მკვეთრად შემოაბრუნონ იგი საჭირო მიმართულებით.

ვინ წამოჭრა ასეთი ამოცანა?

   მათ, ვის ინტერესებშიცაა: 1 - არ დაუშვან საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილიმოქმედი მმართველი პარტია "ქართული ოცნების" გამარჯვება; 2 - არ დაუშვან აშშ-საპრეზიდენტო არჩევნებში ამჟამინდელი პრეზიდენტდონალდ ტრამპის გამარჯვება. და ამ მიზნით მოაწყონ პროვოკაციები, ომელთა შედეგადაცაც ხელისუფლებაში მოვლენ მათი მეურვეობის ქვეშ მყოფნი. მაგალითად, საქართველოში - სააკაშვილი, რომელიც ბორისპოლის აეროპორტში უკვე ჩემოდანზე ზის.

ვინ არიან ისინი?

   ეს არის ამერიკელი პოლიტიკოსების - დიპლომატების, ძალიან მაღალი რანგის ჩინოვნიკების, კონგრესმენებისა და სენატორების ჯგუფი, რომლებიც დონალდ ტრამპის არჩევის პირველივე დღიდან აქამდე მისი დევნით იყვნენ დაკავებულნი, ადანაშაულებენ მას მოსკოვთან კავშირებში, რომელიც, ვითომდა, დაეხმარა მას აშშ-ის პრეზიდენტად გახდომაში.

   იგივე ამერიკული ჯგუფი ადანაშაულებს ბიძინა ივანიშვილს ევროატლანტიკური კურსის ღალატში - აქაოდა, პრორუსმა მილიარდერმა, როგორც კი პრემიერი გახდა, მაშინვე აღადგინა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ურთიერთობები, დღეს იგი კვლავ იყურება ჩრდილოეთისკენ და საქართველოც იქით მიჰყავს!

   ამერიკულმა ჯგუფმა - კელის, კენტის, კიზინგერის, კოფის, კარპენტერისდა ჯგუფი 13- ის შემადგენლობით - მეასედ აღარ ჩამოვთვლი მათ სახელებსა და თანამდებობებს, ისინი ყველასთვის ცნობილია! - ვერასგზით ვერ შეძლო ბოლომდე დაექვემდებარებინა მილიარდერი ივანიშვილი და მის მიერ შექმნილი პარტია ქართული ოცნება, თუმცა მთელი ამ წლების განმავლობაში „გადაიბირებდა“ მისგან დეპუტატებს - ჯგუფურადაც და ცალ-ცალკეც, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ "ნაციონალებთან" კოჰაბიტაციით და ემხრობოდნენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას.

 მითუმეტეს, მათ ვერ შეძლეს გავლენის მოხდენა აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებზე - ილჰამ ალიევსა და რეჯეთაიერდოღანზე. „აშინიანის პროექტმაც კი არ იმუშავა - არასამთავრობო სექტორში თითქოსდა იდეალურად მომზადებულმა ფაშინიანმა აშშ-სთვის წელებზე ფეხი არ დაიდგა და აშშ-ის უზარმაზარმა საელჩომაც ასევე ვერ გაართვა თავი ამოცანას, ისევე, როგორც აშშ-ის საელჩომ საქართველოში, რადგან პრობლემას ზედაპირულად მოეკიდნენ, არ შეისწავლეს ღრმად ავტოქტონური ერები - კავკასიელები, რომელთა დამონება შეუძლებელია.

დარჩა ერთადერთი ნაცადი ხერხი - კვლავ დაენთოთ კავკასიაში ეთნიკურკონფლიქტების ხანძარი, რომელშიც თურქეთი და რუსეთი აუცილებლად ჩაერეოდნენ. თანაც, საქართველო ომი აღმოჩნდებოდა ჩართული ერთდროულად ოთხ ფრონტზე - სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში, რომელშიც ძალიან სარისკოა ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში კომპაქტურად მცხოვრები აზერბაიჯანლი და სომეხი მოსახლეობის ჩართვა; რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში; და თურქეთთან, რომელიც მომენტით ისარგებლებს და აჭარის ოკუპაციას მოახდენს.

   ტრამპს კი ცუდი და ძალიან ცუდი არჩევანის წინაშე დააყენებენ: არჩევნების წინ ავი ზღვის რეგიონში ომი დაიწყორუსებთან, და წინასწარ წააგოს აშშ-ში არჩევნები; ან სამუდამოდ დაკარგოს პლაცდარმი, რომელიც ირანს დაჰყურებს და ტრადიციულად რუსეთის ინტერესების ზონას წარმოადგენს - და ამ მიზეზით ასევე დამარცხდეს არჩევნებში.

სწორედ ამიტომ ამერიკის საელჩო დაუყოვნებლად პასუხობს მრისხანე განცხადებებით გამყოფ ხაზებზე მომხდარ ყველა ინციდენტზე, თითქოს წინასწარ იცოდეს მათ შესახებ და თითქოს ისინი როდისმე შეწყვეტილა ბოლო 30 წლის განმავლობაში!

საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს კი, რომლებიც უკვე ემზადებიან მიშას „მატარებელში“ გადასასხდომად, ვურჩევ, ეყოს თავმოყვარეობა, არ გადაუხადოს მადლობა უკრაინას საქართველოს მხარდასაჭერად გაკეთებული განცხადებისთვის, რომელიც მან სასიკვდილოდ შეურაცხყო! და მოითხოვოს მისგან ქართული მართლმსაჯულების მიერ ნასამართლევი დამნაშავე სააკაშვილის ექსტრადიცია, რომელსაც კიევის ყველა ხელისუფლება მუდმივად ნიშნავს მაღალ თანამდებობებზე.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 17 ივლისი
საქართველო, თბილისი