საზოგადოება
საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. ვისაც ვიწყალებ, ყველა არის დამნაშავე, არც ერთი არ არის პოლიტპატიმარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.
„რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავიმეორებ, რომ ესენი არც ერთი არ არიან პოლიტპატიმრები. არიან ძალიან სასტიკი დამნაშავეები. ვისაც ვიწყალებ, ყველა არის დამნაშავე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნა.