სამართალი
ნათია თურნავა - გერმანიის მიმართულებით შესაძლოა, ჩარტერული ფრენა დაინიშნოს

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ გერმანიის მიმართულებით შესაძლოა, ჩარტერული ფრენა დაინიშნოს.

როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, მიუნხენის აეროპორტზე შეზღუდვა მოხსნილია და ყველაზე გვიან, რეგულარული ფრენები 2 აგვისტოდან დაიწყება.

გერმანიის მიმართულება არის ყველაზე პირველი, სადაც ჩვენ აღვადგენთ რეგულარულ ფრენებს. თქვენ უკვე იცით, რომ „ლუფთჰანზასთან“ არის მიღწეული შეთანხმება და ყველაზე გვიან 2 აგვისტოდან აღადგენს ფრენებს. პრაქტიკულად წინა კვირას ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტზე მოიხსნა შეზღუდვა და შეუძლია, ნებისმიერ დროს აღადგინოს ფრენები. ჩვენ შევეხმიანებით, თუკი არის შესაძლებლობა, რომ უკვე ივლისში დაიწყონ ფრენები, ჩვენ ამისთვის ყველაფერი გაკეთებული გვაქვს და მზად ვართ. გარდა ამისა, არ გამოვრიცხავ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დამატებით ჩარტერიც განვიხილოთ, რათა თუნდაც ჩვენმა სტუდენტებმა შეძლონ დროულად ჩასვლა. თუმცა, რამდენადაც მე ვიცი, სწავლა ევროპაში იწყება სექტემბრის განმავლობაში, მათ სწავლისთვის ჩასვლა არ უგვიანდებათ. მოვუწოდებ, რომ გამოიყენონ დარჩენილი დრო, იმოგზაურონ საქართველოში. მაგრამ ისევ ვამბობ, რომ ხელს მაქსიმალურად შევუწყობთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.