სამართალი
ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია "ტყის ძმების" ყოფილი მეთაურის ვაჟი

 საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. ზუგდიდის ცენტრში, დადიანის ქუჩაზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა რადიო "ათინათმა" გაავრცელა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს, რომლის მანქანასაც ჩხრეკა ჩაუტარდა. ჯერჯერობით უცნობია ამოიღო თუ არა პოლიციამ უკანონო ნივთი ან რა მიზეზით მოხდა მამაკაცის დაკავება.

წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია "ტყის ძმების" ლიდერის დათო შენგელიას შვილი, დადუ შენგელია. მეზობლების თქმით, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჯერ არ ჩატარებულა. გამოძიება მას სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, მოხმარებასა და ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.