საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის მოქალაქე ნატალია პეტრაკოვა, რომელიც ქობულეთში ისვენებდა, თავის ოჯახს ივნისის შუა რიცხვებიდან აღარ უკავშირდება, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ დაკარგული ქალის ქალიშვილმა.
პეტრაკოვა საქართველოში მარტის შუა რიცხვებში ჩამოვიდა, ზუსტად კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრების დაკეტვის წინ. მისი ქალიშვილის ნიკა პეტრაკოვას თქმით, დედამისი მრავალბინიან სახლში გაჩერდა, სადაც ის ყოველ წელს ისვენებდა.
ნიკა ნატალიას ყოველდღე უკავშირდებოდა. 15 ივნისიდან კი დაუდგენელი მიზეზების გამო 40 წლის ქალი ნათესავებს აღარ უკავშირდება.
„უცნაური იყო, რომ სანამ სამუდამოდ გაუჩინარდებოდა, ის ყველა რადარიდან გაქრა ორი დღით, არ განუმარტავს, სად იყო და რატომ. ამის შემდეგ, კიდევ ორი დღის შემდეგ სამუდამოდ გაუჩინარდა“, – აღნიშნავს დაკარგულის ქალიშვილი.
ნატალიას მეზობლების თქმით, მისმა ახლობლებმა შეიტყვეს, რომ ქალის ნივთები, სადაც ის ცხოვრობდა, ადგილზეა.
„ასევე გვითხრეს, რომ გაუჩინარებიდან თითქმის ათი დღის შემდეგ ის ზემო ლარსზე ნახეს, თითქოს საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა, მაგრამ მას პასპორტი არ ჰქონდა. საზღვრიდან ის თბილისში, რუსეთის ინტერესების სექციაში გააბრუნეს დოკუმენტების აღსადგენად“, – აღნიშნა პეტრაკოვა–უმცროსმა.
ამასთან, გოგონა აღნიშნავს, რომ ნათესავებისთვის ეს ისტორია არადამაჯერებელია. მოგვიანებით დაკარგულის ყოფილმა მეუღლემ სტანისლავ პეტრაკოვმა მოახერხა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესების სექციასთან დაკავშირება და დაკარგვის შესახებ განცხადების დაწერა.
სექციაში „Sputnik–საქართველოს“ დაუდასტურეს, რომ მოქალაქე პეტრაკოვას დაკარგვის თაობაზე შვეიცარიის საელჩოში ნოტა გაგზავნეს. ის შემდგომ გადაეცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხოლო შემდეგ მას ოფიციალურად მიიღებენ ქვეყნის შესაბამისი უწყებები.
დაკარგული ქალის ნათესავები თხოვნით მიმართავენ ყველას, თუ ვინმემ ნახა ნატალია პეტრაკოვა, ან აქვს რამე ინფორმაცია მის შესახებ, დაუკავშირდეს მათ ადვოკატს მარინა ბაბუნაშვილს ტელეფონის ნომერზე +995 599398878 ან ელექტრონულ ფოსტაზე legalfs@mail.ru