საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. ქართველი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების მიზნით, თავისი გამონათქვამებით საქართველოს ხელისუფლების პროვოცირებას ახდენს, რათა მან წინდაუხედავი ნაბიჯები გადადგას.
უწინ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თქვა, რომ არ ცნობს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას. მან ასევე აღნიშნა, რომ "პირველ ხაზზე" იქნება საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს.
”სააკაშვილს სხვა აღარაფერი დარჩენია და მისთვის ბოლო გამოსავალია ნებისმიერი საშუალებით მოახდინოს საქართველოს ხელისუფლების კომპრომეტირება და პროვოცირება, რომ მან წინდაუხედავი ნაბიჯები გადადგას, ამ ხმაურში კი არჩევნების დროს საქართველოში შემოაღწიოს, თუ მმართველ პარტიას უმრავლესობა არ ეყოლება. ყველაფერი - რათა აღადგინოს თავისი მოქალაქეობა და დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკაში”, - განაცხადა ხიდირბეგიშვილმა Sputnik Georgia– სთან ინტერვიუში.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გამო საქართველოსა და უკრაინის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ეჭვქვეშ დაყენება საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან წინდაუხედავი ნაბიჯი იქნებოდა. ხიდირბეგიშვილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის გამო არც ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდება და არც საბრძოლო მოქმედებები დაიწყება.
”მიუხედავად ამისა, სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება ჯერ არავის გაუუქმებია. სააკაშვილს ოფიციალური პოზიცია უკავია უკრაინაში. და რად არ უნდა თქვან უკრაინისა და საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა, სააკაშვილს სახელმწიფო თანამდებობა უკავია. ამიტომ ელჩის გამოხმაურება მხოლოდ პირველი ზარია. სავარაუდოდ, იქ სხვა გართულებებსაც ექნება ადგილი”, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
უწინ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სააკაშვილი ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა. ამის საპასუხოდ, საქართველომ კონსულტაციებისთვის უკან გაიწვია თავისი ელჩი კიევში.