პუბლიკაციები
ჟორიკ რურუა - კრიმინალი თუ პოლიტპატიმარი? (საქინფორმის სერიიდან "ბანდიტური თბილისი")

     წინასიტყვაობა

   უფროსი თაობები, რომელთაც კარგად ახსოვთ ედუარდ შევარდნაძის "მეორემოსვლა", ტყუილის თქმის უფლებას არ მოგვცემენ - გასული საუკუნის 90-იანი წლების ბანდიტური თბილისი მძიმე სანახავი იყო! ქართველი საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებმა - უსახურმა გარეწრებმა და მთელ საბჭოთა კავშირში ცნობილმა ქართულმა ინტელიგენცია - კალაშნიკოვის ავტომატები აიღეს ხელში და შეიარაღებული დაჯგუფებები შექმნეს საკუთარი მიზნების მისაღწევად: ლებეებმა - სხვისი ქონებისა და ფულის ძალადობრივი გზით მითვისებით, იოლად გასამდიდრებლად, ელიტამ - საქართველოს ხელისუფლებაში სამუდამოდ დასარჩენად, რომელიც, მათი სურვილით, სამუდამოდ უნდა დარჩენილიყო ქართული „კოზა ნოსტრას“ მიერ მართვად. მაფიოზურ წარმონაქმნად, ამ ისტორიაში ყველაზე ამაზრზენი იყო უკანონო ბანდფორმირებების  დამოკიდებულება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისადმი - როგორიც უმწეო მონებისადმი, უბრალო მოქალაქეების აბუჩად აგდება იქცა საყოველთაო ნორმად. გამკითხავი არავინ იყო - ბანდიტების თარეშით დაშინებული ძალოვანი სტრუქტურები უძლური იყვნენ, შევარდნაძემ კი ვერაფერი იღონა პუტჩისტების მეთაურების წინააღმდეგ, რომლებმაც ჩამოაგდეს კანონიერი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რათა სსრკ-ის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნებინათ. დიახ, ამაში მათ წარმატებას მიაღწიეს, დიახ, ისინი სიხარულით შეეგებნენ თბილისის აეროპორტში ბორტს, რომლითაც თეთრი მელათბილისში დაბრუნდა, დიახ, მათ მოახდინეს გამსახურდიას ლიკვიდაცია, მაგრამ თავგასული კრიმინალებშეცდნენ, რადგან სათანადოდ ვერ შეფასეს შევარდნაძის მზაკვრობა. ძალების შეგროვების, ჯარის, შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების საქმეში გამოცდილი ძველი საბჭოთა კადრებიგაძლიერების შემდეგ, პრეზიდენტმა შევარდნაძეაფხაზეთის ომის დასრულების შეემდეგ, ერთი დარტყმით მოსპო ბანდფორმირებები, რომლებიც სამხედრო ოპერაციებში გამოიყენა და რომლებიც მას არასოდეს ემორჩილებოდნენ!

   თუმცაღა, ჰეფი-ენდი დაჩრდილა ერთმა გარემოებამ - ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ბევრმა ბანდიტმა კომფორტულად მოიკალათა ”დასავლელი დემოკრატის” - სააკაშვილის ხელისუფლებაში - ”ბუმბულის ასუფთავების” შემდეგ, მათ, ვითომც არაფერი მომხდარა, ლეგალიზება მოახდინეს სახელმწიფო და ბიზნეს-სტრუქტურებში, შეინარჩუნეს და გააძლიერეს ყოფილი გავლენა! ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი თბილისური დაჯგუფების ლიდერგიორგი რურუა (ბანდიტური მეტსახელით "ჟორიკ") - სწორედ ასეთი სახეცვლილი პერსონა გახლავთ...

   ისტორიულად, ყველა რევოლუციას არა მხოლოდ დიდი გმირები, არამედ დიდი მოწამეებიც სჭირდება. ”მსხვერპლად” ქცეულნი, ისინი საზოგადოებაში ცვლილებების სურვილს აღვივებენ. ქართული ოპოზიციისთვის მსგავს ფიგურად იქცა გიორგი (ჟორიკ) რურუა, რომელიც 2019 წლის ნოემბერში იარაღის უკანონო შეძენის, შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. დიახ, ნუ გაგიკვირდებათ - პრეზიდენტების შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობის ხანის მკვლელი, ის 7 წელი მშვიდად ცხოვრობდა "ქართული ოცნების" ბიძინა ივანიშვილის ახალი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს, სანამ ჩრდილიდან გამოსვლა არ გადაწყვიტა და კვლავ ჩაერთო ხელისუფლებისთვის აქტიურ ბრძოლაში! როგორც ჩანს, იგი არ დაუფრთხია ღვიძლი ძმის, სააკაშვილის მმართველობის ხანის კულტურის მინისტრის, ნიკას უცნაურ, მოულოდნელ გარდაცვალებას, რადგან, როგორც ხშირად ხდება, თავგასულ ბანდიტს ალღომ უმტყუნა და ირწმუნა საკუთარი ხელშეუხებლობის!

რურუას სახლში ჩხრეკისას იარაღის მდიდარი არსენალი (48 ერთეული) აღმოაჩინეს. თუმცა, ქართულმა ”გაერთიანებულმა ოპოზიციამ”, რომელიც შარშან, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ შეიქმნა, და გააერთიანა სააკაშვილსა და ბოკერიადან დაწყებული და ნათელაშვილითა და ბურჯანაძით დამთავრებული პოლიტიკური ხროვა, საქართველოში დასავლეთის ელჩებმა, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების ხელმძღვანელობით (ე.წ. ფასილიტატორები - ფალსიფიკატორები) და რიგმა ჩინოვნიკებმა იმ სტრუქტურებიდან, რომელთა დაფინანსებაც სრულად არის უზრუნველყოფილი აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც მაგალითად, საქართველოს სახალხო დამცველი (ომბუდსმენი) ნინო ლომჯარია, ერთხმად განაცხადეს, რომ ბრალდებები რურუას მიმართ ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია და, რაც მთავარია, ის არის პოლიტიკური პატიმარი, მმართველი რეჟიმის მსხვერპლი".

მაგრამ სინამდვილეში ვინ არის გიორგი რურუა? ურიგო არ იქნება, მის პიროვნებაზე უფრო დაწვრილებით შევჩერდეთ, თითქოს ცოტა ხნით დავივიწყეთ ჟორიკას ბნელი წარსული. ერთი შეხედვით, ეს არის ბიზნესმენი, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიასა და საქართველოს ოპოზიციურ ძალებს. რურუა არის ტელეკომპანია "მთვარი არხის" აქციათა პაკეტის შედარებით მცირე (2.5%) წილის მფლობელი, რომელიც ფართოდ აშუქებს ქართველ ოპოზიციონერთა მოქმედებებს. მას არასოდეს დაუმალავს, რომ ფინანსურად მხარს უჭერს სააკაშვილის პარტიების "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" საპროტესტო აქციებს და რომ არის საქართველოს განვითარების "დასავლური ვექტორის" მტკიცე მომხრე.

წარსულში გიორგი რურუა იყო „მხედრიონის“ აქტიური წევრი, კრიმინალური სტრუქტურისა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქართველი "პროფესორი მორიარტი" - კანონიერი ქურდი, მწერალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, რომელმაც მოაწყო სისხლიანი გადატრიალება და საქართველოში დააბრუნა შევარდნაძე, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი ჯაბა იოსელიანი. "მხედრიონმა" 90-იან წლებში სახელი გაითქვა მრავალრიცხოვანი საზარელი დანაშაულით (მკვლელობები, ადამიანთა გატაცება, რეკეტი და ა.შ.). დღემდე ცოცხალია მრავალი მოწმე, რომლებიც საბურთალოს ცნობილი დაჯგუფების ლიდერ ჟორიკ რურუას ახასიათებს, როგორც უკიდურესად სასტიკ ადამიანს, რომელიც პირადად მონაწილეობდა წამებასა და მკვლელობებში.

   ჯერ კიდევ 2000 წელს ინტერპოლი ეძებდა რურუას თანხის გატაცებისა და გამოძალვის ბრალდებით. შემდგომში იგი დააკავეს და ექსტრადირებულ იქნა საქართველოში. მაგრამ რაღაც სასწაულით გადაურჩა პატიმრობას. ამის მიზეზი მიხეილ სააკაშვილთან ახლო მეგობრობა იყო, რომელიც იმხანად იუსტიციის მინისტრი იყო და თავისი ერთგული მოკავშირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის ჩაშლას შეუწყო ხელი. მიშიკო უკვე 9 წელია, საქართველოში არ არის, მაგრამ აქ დატოვა თავისი ერთგული ”ჯარისკაცი”, რომელიც მისგან ძალიან დავალებულია და რომელიც კვლავ განაგრძობს სააკაშვილის პირმშოს - ყოფილი მმართველი პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) მხარდაჭერას.

ახლახან სწორედ რურუას პიროვნება იქცა საჯილდაო ქვად საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხში, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ოპოზიციურმა პარტიებმა ენმ-მ და ევროპულმა საქართველომ“ უარი თქვეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე, იმ მოტივით, რომ რურუა, რომელიც ამჟამად იხდის სასჯელს იარაღის უკანონო შეძენის, ტარებისა და შენახვისთვის, ვითომდა პოლიტპატიმარია“! და აქაოდა, სანამ ხელისუფლება მას არ გაათავისუფლებს, ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცესში ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რასაც, სხვათა შორის, თავად ითხოვდნენ და გაატარეს კიდეც 8 მარტის შეთანხმებით ელჩების - ფასილიტატორების დახმარებით. აღსანიშნავია, რომ თავად რურუამ პირიქით მოუწოდა ოპოზიციას - მონაწილეობა მიეღოთ კენჭისყრაში, რის შესახებაც თავისი ფეისბუქის გვერდზე დაწერა.

   საბოლოოდ, საკონსტიტუციო ცვლილებები ხმათა მცირე უპირატესობით იქნა მიღებული. მომხრედ ხმა მისცა 117 დეპუტატმა, საჭირო 113 ხმის ნაცვლად. მინიმუმ 5 დეპუტატს რომ შეკავებინ თავი კენჭისყრაში მონაწილეობისგან ან წინააღმდეგ მიეცა ხმა, საკონსტიტუციცვლილებები კვლავაც ჩავარდებოდა, რაც დიდი ალბათობით მორიგ საპროტესტო ტალღ გამოიწვევდა საქართველოში, როგორც ეს გასული წლის შემოდგომაზე მოხდა. მაგრამ რადიკალური ოპოზიციის გეგმები ჩაფლავდა. მმართველმა პარტია ქართულმა ოცნებამ“ შეძლო დარჩენილ საპარლამენტო ოპოზიციასთან „საერთო ენის“ გამონახვა და მიიღო ნანატრი შესწორებები ენმ- სა და ევროპული საქართველოს“ მონაწილეობის გარეშე.

ასევე ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა რურუას განთავისუფლების საქმეში, მაგრამ აქაც ფიასკო განიცადა! ამის ნათელი დემონსტრირებაა საქართველოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან დაკავშირებული სკანდალი. საპარლამენტო კენჭისყრის წინა დღეს, ქნირშმა განაცხადა, რომ გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში (როგორც ოპოზიციის მიერ წაყენებული პირობა და ხელისუფლების მიერ მისი განთავისუფლების ვალდებულების აღება), ეს სრულიად ნათელია და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა”. მან მოუწოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დროებით დაივიწყონ უთანხმოებანი და ხმა მისცენ ცვლილებებს. ამ სიტყვებმა დიდი აღშფოთება გამოიწვია ოპოზიციურ ძალებში. მაგალითად, ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მას ხათაბალაში გახვეული გამოუცდელდიპლომატი” უწოდა, ხოლო ლეიბორისტული პარტიის” ხელმძღვანელმა შალიკო ნათელაშვილმა თქვა, რომ გერმანელმა დიპლომატმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს საქართველო, როგორც ივანიშვილის პირადმა ტაკიმასხარამ. გარდა ამისა, ნათელაშვილმა მოუწოდა გერმანიის ხელისუფლებას ბოდიში მოეხადა ქართველი ხალხისთვის ცრუ დაპირებებისა და მოტყუებისთვის "მილიონი სამუშაო ადგილით, უფასო ფულით, განახევრებული გადასახადებითა და მაღალი პენსიებიუზრუნველყოფაში". ამგვარი ბრალდებები შეუმჩნეველი არ დარჩენიათ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომლებმაც მკვეთრად დაგმეს ოპოზიციის ბრალდებები. ვითარების პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მომრიგებლის როლი შეასრულა ორ მხარეს შორის, ბოდიში მოიხადა ოპოზიციის უხეში განცხადებების გამო და ამით გაანეიტრალა საერთაშორისო კონფლიქტი.

შედეგად შეიქმნა ძალიან საინტერესო სიტუაცია: ”ევროპელ დემოკრატებს „ბოკერია-უგულავა-ბაქრაძე საერთოდ არ სჯერათ, რომ საქართველოს ხელისუფლება რურუას მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის, მაგრამ დანარჩენი "გაერთიანებული ოპოზიცია" მთელი ძალ-ღონით ცდილობს, წარმოაჩინოს იგი დემოკრატიისთვის მებრძოლად, რომელსაც იდეოლოგიური მოტივებით სდევნიან! მათ სჭირდებათ ეს მოწამე, რომლის უკანაც წარსულის სქელი კრიმინალური ნისლი ჩამოწოლილა და რომელსაც შეუძლია პრობლემების გადაჭრა არცთუ სამართლებრივი მეთოდებით, რათა დააშანტაჟოს მოქმედი ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაუარესებით, საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის გამო. თუ გავითვალისწინებთ ოპოზიციის ქუჩის აქციების აგრესიულ ხასიათსა და სურვილის, ანდა სამართლებრივი ველის ფარგლებში შეთანხმების მიღწევის უნარის უქონლობას, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ეს ნამდვილად არ შეუწყობს ხელს შეუწყობს საქართველოს კეთილდღეობას, უფრო - პირიქით ...

(გაგრძელება იქნება)