საზოგადოება
წლევანდელ ახალშობილთა უცნაური სახელები

sajaro_reestri3სამოქალაქო რეესტრის მიმდინარე წლის მონაცემების თანახმად, საქართველოში ახალშობილებს ყველაზე ხშირად ნიკოლოზსა და მარიამს არქმევენ. თუმცა წელს რამდენიმე ახალშობილს მხედარი, ფუჩქი, ფიზიკა, კუკუშა და მოქეიფე დაარქვეს.

სამოქალაქო რეესტრზე დაყრდნობით, მანამდე პირველობას გიორგი ინარჩუნებდა.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2011 სტატისტიკის მიხედვით, ვაჟების პოპულარული სახელებია: ნიკოლოზი (907; მათ შორის 131 – ნიკა), გიორგი (767), ლუკა (517), საბა (508), დავით (474), ალექსანდრე (340; მათ შორის 145 – სანდრო), ანდრია (229), მათე (157), დემეტრე (130), ილია (119), ირაკლი (106) და სხვ.

გოგონათა პოპულარული სახელებია: მარიამ (977), ნინო (721; მათ შორის 215 – ნინი), ანა (584; მათ შორის 158 – ანი, 121 – ანანო), ელენე (425), ანასტასია (419), ბარბარე (368), ლიზი (338), ნია (136), სალომე (135), ლიკა (93), თამარ (91) და სხვ.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, ყველა ასაკში ქალისა და მამაკაცის პოპულარულ სახელთაგან გამოირჩევა: გიორგი, დავით, ზურაბ, ალექსანდრე, ლევან, თეიმურაზ (თემურ), ნიკოლოზ, მიხეილ, თამაზი, ირაკლი; ნინო, თამარ, მარინე (მარინა),მარიამ, ლია (ლიანა), მაია, ქეთევან, ანა, ნანა, თინათინ და სხვ.

საინტერესოა, ასევე, სამოქალაქო რეესტრის ბაზაში აღრიცხული იშვიათი სახელები: მილიარდი, სამძიმარა, ვებერთელა, მხედარი, ვინარი, კუკუშა, ედემი, ფუჩქი, ფიზიკა, პელე, გარინჩა, ნიუტონი, სევდაგულ, ფემისტოკლე, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო, მოქეიფე და სხვ.