პოლიტიკა
ლგბტ დროშა აშშ-ის საელჩოს ფასადზე ნიშნავს, რომ იქ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის დიპლომატები მუშაობენ?!

 საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გაუკეთა ლგბტ-თემის დროშის გამოფენას მოსკოვში, აშშ-ის საელჩოს ფასადზე, 2020 წლის 24 ივნისს. პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას, სენატორმა ალექსეი პუშკოვმა მოუთხრო რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს ამ ინციდენტის შესახებ. ”24 ივნისს ამერიკის საელჩოს ფასადზე დროშა გამოფინეს, ცისარტყელას ფერების დროშა, ანუ ლგბტ დროშა. ეს იყო ერთგვარი დემონსტრაცია,- თქვა პუშკოვმა.

პუტინმა დააზუსტა, "ვინ მუშაობს იმ შენობაში, სადაც ლგბტ დროშა გამოკიდეს?" პუშკოვმა უპასუხა, რომ იქ "ამერიკელები, ამერიკელი დიპლომატები" მუშაობენ.

"მშვენიერია. მათ გვაჩვენეს, თუ ვინ მუშაობს იქ. არა უშავს, - გაიხუმრა რფ-ის პრეზიდენტმა.

ამასთანავე, სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში არ არსებობს და არც იარსებებს შეზღუდვები რასობრივი ან სექსუალურ ორიენტაციის ნიშნით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა: რუსეთში არ ყოფილა, არ არის და არ იქნება ისეთი რამ, რაც დაკავშირებული იქნება რასობრივი ნიშნით, სექსუალური ორიენტაციით, ეროვნებით, რელიგიური ნიშნით უფლებების შეზღუდვასთან, - აღნიშნა პრეზიდენტმა.