პუბლიკაციები
რატომ ულოცავენ ქართველები ამერიკელებს და არ ულიცავენ რუსებს? — გულბაათ რცხილაძე

 საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. ევრაზიის ინსტიტუტის ხელძღვანელი გულბაათ რცხილაძე: «შემოვიხედე ფეისბუკზე დღეს და აუფ, რა დამხვდა! გურჯები "დამოუკიდებლობის დღეს" ულოცავენ მიხრწნილ ამერიკას! ზოგიერთისგან ნამდვილად მისალოცია, ამერიკაში არაერთი ჩვენი თანამემამულე, ძირითადად, ქალბატონები, იღებენ შემოსავალს, თანაც კარგ შემოსავალს. ამ მხრივ მეც მივესალმები ამერიკას. მაგრამ ასევე გამიხარდება, თუ ასეულ ათასობით ქართველი, რომელიც მრავალი ათწლეულის მანძილზე რუსეთში ხაპავს რუსულ შემოსავალს და კარგადაც არის, წელიწადში ერთხელ, რომელიმე დღესასწაულს მიულოცავს ჩვენს დიდ მოძმე რუს ერს!»