უცხოეთი
საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. გვაქვს შანსი, ამ ქვეყანაში სისტემური რასიზმი ამოვძირკვოთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატმა“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, რომლის ტექსტსაც გამოცემა Politico აქვეყნებს.
„ჩვენ გვაქვს შანსი, ამოვძირკვოთ სისტემური რასიზმი ჩვენი ქვეყნიდან. გვაქვს შანსი იმ სიტყვების პრინციპებით ვიცხოვროთ, რომელმაც საფუძველი დაუდო ამ ერს“, – განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავს აღნიშნავენ.
interpressnews.ge