პოლიტიკა
შარშან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მისი რუსულენოვანი ”პირველი საინფორმაციო კავკასიური არხი” მმართველობაში კერძო კომპანიას გადასცა.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი წელს დამატებით 20 მილიონ ლარს მიიღებს რუსულენოვანი "პირველი საინფორმაციო კავკასიური" არხის დასაფინანსებლად.საზოგადოებრივი მაუწყებლის თავდაპირველი დაფინანსება წელს 25 მილიონ ლარს შეადგენდა; თუმცა, მისი დაფინანსება 45 მილიონ ლარამდე გაიზრდება 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი იმ ცვლილებების ფარგლებში, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს. აღნიშნული მატება საბიუჯეტო ცვლილებების თავდაპირველ პროექტში გათვალისწინებული არ ყოფილა.
"ეს დამატებითი 20 მილიონი ლარი საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი არხისთვის იქნება გამოყენებული", - განუცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა დეპუტატებს გუშინ, 8 აპრილს.