საზოგადოება
საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. „ტვ პირველის” მთავარი პროდუსერი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
მელაძე უწყებაში გიორგი გაბუნიას შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.
15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვია დაკავებული.