საზოგადოება
შტორმი შავ ზღვაზე

sochi-sea-stormქართველი სინოპტიკოსების ვარაუდით, დღეს, 8 აპრილს, შავ ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი. ამასთან, სპეციალისტები მთელი საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას პროგნოზირებენ.

როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, ამინდი დღეიდან გაუარესდება. ტემპერატურა 12-13 გრადუსით დაეცემა და იწვიმებს.

რაც შეეეხება შავ ზღვაზე შტორმს, მისი სიძლიერე ჯერჯერობით პროგნოზირებას არ ექვემდებარება.

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოდან იუწყებიან, „ქარის გაძლიერებას მოჰყვება შტორმი შავ ზღვაზე და სანაპირო რაიონებში. ზღვის ღელვამ შესაძლოა 3-4 ბალი შეადგინოს“.