საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 6

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდასტურდა, 6 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.

ამ დროისთვის, ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 908 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 761 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია — 14. კარანტინის რეჟიმში 2 710 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 269.