პუბლიკაციები
„გვარამია ნაბი@ვარია, გაბუნია – მშიშარა, უკრაინა არ უნდა ეხსენებინა“ – ადეიშვილის და სააკაშვილის საუბრის ფარული ჩანაწერი

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. „გვარამიას უკრაინა არ უნდა ეხსენებინა”, – უკრაინულმა გამოცემა Obozrovatel-მა მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ადეიშვილის საუბრის ჩანაწერი გაავრცელა.

ჩანაწერში ისინი გიორგი გაბუნიას საქმესა და ნიკა გვარამიაზე საუბრობენ.

სააკაშვილი: გვარამიას ცოტა აკლია ოღონდ, ნაბი@ვარი და ავადმყოფია.

ადეიშვილი: მანდ სხვა რაღაცა იყო. აქ მართლა ვეხმარებოდით მაგას და მერე… ამ ნიკამ ვერ მოითმინა, წამოაყრანტალა. მერე გამოვიდა და გაიჩალიჩა ეს რაღაც. რაში სჭირდებოდა.

სააკაშვილი: გვარამიამ მასალები ნახა თუ რატომ თქვა?

ადეიშვილი: იჩქარა ეტყობა, შეიძლება ნერვები მოეშალა. ახლა ესენი მიაწვებიან. არაფრისგან გააკეთა ასეთი რაღაც. და მერე მოულოდენელად ფორმულამ გააკეთა და ამან გაჩითა რა. შეშურდა. ეს თემა ჩვენთან უკრაინაში ჩამოგვივიდა საქართველოდან.

სააკაშვილი: გაბუნია არასტაბილური ტიპია, თან მშიშარაა.

ადეიშვილი ასევე ამბობს, რომ არ ესმის, რაში დასჭირდა გვარამიას უკრაინის ხსენება ქართულ სკანდალებში. მისი თქმით, ამით გვარამიამ როგორც ადეიშვილი, ისე სააკაშვილი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

უკრაინა საერთოდ არ უნდა ეხსენებინა”, – ამბობს ადეიშვილი.

უცნობია, არის თუ არა ჩანაწერი ავთენტური.

ალია