აქტუალური
კობახიძე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესი 29 ივნისს წარმატებით დასრულდება

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ავტორი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის ვალდებულების კონსტიტუციაში ჩაწერა არ მიაჩნია მართებულ მოთხოვნად.

ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ემზარ კვიციანის წინადადებას, რომ კანონპროექტში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეებისათვის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდება:

ჩვენ არაერთი მსჯელობა გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, საყოველთაო სახალხო განხილვის ფარგლებშიც. მე გახლავართ ამ სფეროს სპეციალისტი და ზედმიწევნით კარგად მაქვს შესწავლილი ეს საკითხი. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არცერთ ქვეყანაში, სადაც სავალდებულო არჩევნების წესია დადგენილი, ეს წესი ეფექტიანი არ არის. ვერავინ აიძულებს ამომრჩეველს, ხმა მისცეს არჩევნებში. იქაც კი, სადაც სანქციებია დადგენილი, ეს სანქციები პრაქტიკაში არ მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ეს საკითხი არ არის აქტუალური და არ მიგვაჩნია სწორად ამ საკითხის გათვალისწინება კონსტიტუციურ კანონპროექტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.