აქტუალური
თბილისში 6 მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის კანდიდატები ცნობილია

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. ოპოზიცია თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში დასასახელებელ კანდიდატებზე შეთანხმდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ერთ-ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა შალვა ნათელშვილმა განუცხადა.

ოპოზიცია შემდეგ კანდიდატებს დააყენებს:

ნიკა მელია - "ნაციონალური მოძრაობა" - გლდანი;

ლევან ხაბეიშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" - სამგორი;

შალვა ნათელაშვილი - "ლეიბორისტული პარტია" - ნაძალადევი;

გიორგი ვაშაძე - "ახალი საქართველო" - ისანი;

შალვა შავგულიძე - "თავისუფალი დემოკრატები" - მთაწმინდა-კრწანისი;

ელენე ხოშტარია - "ევროპული საქართველო" - ვაკე.

ოპოზიცია დიდუბე-ჩუღურეთსა და საბურთალოს ოლქებში საერთო კანდიდატებზე ჯერ არ შეთანხმებულა. მათ ამ ოლქების გარდა კიდევ 22 ოლქში უნდა დააყენონ საერთო ან საკუთარი კანდიდატები.

რადიო თავისუფლება