სამართალი
უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს
arrestedუკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. გოჩა კევლიშვლი, იგივე „გოჩა რუსთავსკი“ კრიმინალურმა პოლიციამ ზაპოროჟიეს ოლქში აიყვანა. უკრაინელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ქართველი „კანონიერი ქურდი“ ქვეყნის რეგიონების კრიმინალურ ბანდებს ხელმძღვანელობდა. მის საბრალდებო დასკვნაში ათობით თავდასხმა, ძარცვა და ბიზნესრეკეტია. კევლიშვილს ზაპოროჟიეს სასამართლომ სამშობლოში იძულებით დეპორტაციის განაჩენი უკვე გამოუტანა. ქართველი „კანონიერი ქურდი“ სასჯელს, სავარაუდოდ, თბილისის მე-7 იზოლატორში – ე.წ. კანონიერი ქურდების საპატიმროში, მოიხდის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზაპოროჟიედან თბილისში მისი დეპორტაცია უკვე განხორციელდა.