პოლიტიკა
ბრიუსელში 14 სექტემბერს საქართველო - ევროკავშირის კომიტეტის მე 10 სხდომა გაიმართება. როგორც დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ყოველკვირეულ
ბრიფინგზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, საქართველოდან მონაწილეობას დავით ჯალაღანია მიიღებს. სხდომა მინისტრების მოადგილეების დონეზეწარიმართება, განიხილავენ საქართველო-ევროკავშირის აქტუალურ საკითხებს.
ჯალაღანიას ინფორმაციით, ევროკავშირის დელეგაციას ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიისრესპუბლიკების საკითხების დირექტორატის ხელმძღვანელი გუნარ ვიგანდი უხელმძღვანელებს.