პოლიტიკა
საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. ”ამერიკელი სამხედროები აღარ აღდგენენ სხვა ქვეყნებს“ და "არ გადაჭრიან უცხო კონფლიქტებს", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. ”ამერიკელი სამხედროების მთავარი ამოცანაა აშშ-ის დაცვა გარეშე მტრებისგან”, - აღნიშნა ტრამპმა. ”აშშ არ არის ამ მსოფლიოს პოლიცია”, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა. მისი თქმით, "აშშ-მა დაასრულა გაუთავებელი ომების ერა".