საზოგადოება
არჩევნების გადადების რისკი დღეს არ არსებობს - გიორგი გახარია

 საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პანდემიის გამო გადავადების რისკი არ არსებობს, ან თუკი ასეა, ეს [რისკი] “მინიმალურია”. ამის შესახებ გახარიამ 16 ივნისს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

იქიდან გამომდინარე დარომ ამ კრიზისს ახასიათებს მაღალი დონის გაურკვევლობა, შეიძლება ვთქვათ, რომ… მე საერთოდ, მივიჩნევ, რომ ასეთი რისკი არ არსებობს, თუ არსებობს, მინიმალურია. დღეს არჩევნებს საკონსტიტუციო ვადებში არაფერი ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ ვხვდები, ერთ შემთხვევასაც და მეორესაც ხალხი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს”.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გადადების შესაძლებლობაზე 16 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.

მან თქვა, რომ თუკი არჩევნების წინა პერიოდში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდება, მთავრობა საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, კონსტიტუციის მიხედვით კი, არჩევნები ტარდება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან “არა უადრეს 45 და არა უგვიანეს 60 დღისა”.

თუ აუცილებელი გახდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, არჩევნები გადაიდება. ესაა ამ საკითხის ტექნიკური პასუხი. იმედია, არ დაგვჭირდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ასეთ შემთხვევაში კონსტიტუციაში გარკვევით წერია, როდის უნდა გაიმართოს არჩევნები და ეს მიმდინარე წლის 31 ოქტომბერია. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, მისი გაუქმებიდან 45-დან 60 დღის ვადაში ჩაინიშნება არჩევნების თარიღი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.