უცხოეთი
რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 8 246 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 143 ადამიანი კი გარდაიცვალა

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 7 000-ს გადააჭარბა.

რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 143 ადამიანი გარდაიცვალა.

გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 8 246 შემთხვევა.

ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში კორონავირუსის 537 210 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 7 091-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 28 4 539 ინფიცირებული.

1tv.ge