პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ივანიშვილის ადგილას, მე ამ ცამეტ კონგრესმენს სტრასბურგის სასამართლოში ვუჩივლებდი და უნიფხვოდ დავტოვებდი!

     გასულკვირა საქართველოში შედარებით მშვიდობიანი აღმოჩნდა - 13 ამერიკელი კონგრესმენის მორიგი წერილი, რომელიც საქართველოს მთავრობასდა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს რუსეთსა და პუტინთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს, სააკაშვილის მორიგი დაპირება საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების შესახებ, ქართულ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გაღვივების მორიგი, თუმცუნიათო მცდელობები და სხვა მსგავსი რუტინა. თუმცა იყო მოულოდნელობანიც, მაგალითად, ოპოზიციის ლიდერების - გუბაზ სანიკიძისდა ირაკლი ოქრუაშვილის ხრიდან ამერიკის საელჩოს მისამართით კრიტიკის მოკრძალებული მცდელობები. გამოცდილმა გაიძვერა პოლიტიკოსებმა, რომელთა სხეულზედამღის ადგილი აღარ დარჩა, იყნოსეს, რომ ანტიამერიკული რენდი დღეს პოპულარობით სარგებლობს ქართველ ხალხში, საპარლამენტო არჩევნები კი ცხვირწინაა...

   ”საქართველოს პრობლემები უფრო ღრმაა, ვიდრე სააკაშვილი, კარიკატურული ოპოზიცია, არარსებული კორონავირუსი ან ბორელიზაცია”, - მოდური სიტყვის საგანგებოდ შეცვლით განცხადა საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა სააგენტო NEWS FRONT ს, კვირის მთავარ თემების კომენტირებისას.

- 13 რესპუბლიკელმა კონგრესმენმა გამოაქვეყნა დოკუმენტი „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“, სადაც ნათქვამია, რომ "ბიძინა ივანიშვილი, ყველაზე მდიდარი ადამიანი საქართველოში, პუტინის ახლო მოკავშირეა და მონაწილეობს რუსეთის სახელით საქართველოს დესტაბილიზაციაში." დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერენ რესპუბლიკური კვლევითი კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ჯონსონი, სამუშაო ჯგუფის თავჯდომარე ჯო ილსონი, ასევე კონგრესმენები რობ უიტმანი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეიკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, კლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ კრეშოუ, ბრაიან სტილდა მაიკლ ვო, ასევე აღნიშულია, რომ ”რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა გავრცელდეს დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებზეც. იგივე სანქციები უნდა დაწესდეს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ დეზინფორმაციის გამავრცელებლებისთვის, ოგორც სამუშაო ჯგუფმა წარმოადგინა ჩინეთთან დაკავშირებით, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში პუტინის სასარგებლოდ მოქმედი რუსტროლებისა და რუსული პროპაგანდის ხელმძღვანელთა მიმართ”.

- სისულელე და მონაჩმახია! აი, ინებეთ - იმ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა დონე, რომლის გამგებლობაშიც დღეს საქართველო იმყოფება! ყველაზე ბულვარული ქართული გაზეთიც კი არ მისცემს თავს ამგვარი "სიყვითლის" უფლებას! სად არის თუნდაც ერთი ფაქტი, რომ ძვლის ტვინამდე პროდასავლური საქართველოს ხელისუფლება კრემლის თამაშებს ჰყვება?! რამდენადაც ვიცი, პუტინი და ივანიშვილი ერთმანეთს არც კი იცნობენ, როგორ შეიძლება ისინი მოკავშირეები იყვნენ?! და ვინ არიან ეს "დეზინფორმაციის კამპანიის ლიდერები"? რატომ არ არის საქართველოში რუსული პროპაგანდის კონკრეტული მაგალითები?! ეს, შემთხვევით, ის ტროლები ხომ არ არიან, რუსი თუ ჩინელი, რომლებმაც ტრამპის “არჩევნები გააყალბეს”?! ამერიკელი კონგრესმენები ითხოვენ სანქციების დაწესებას სიტყვის თავისუფლებისა და ჟურნალისტების მიმართ რეპრესიებისათვის - არა, როგორია?! ბიძინა ივანიშვილის ადგილას, მე ამ ცამეტ კონგრესმენს სტრასბურგის სასამართლოში ვუჩივლებდი და უნიფხვოდ დავტოვებდი! დუმილი კი, როგორც მოგეხსენებათ, თანხმობის ნიშანია ...

- მაშ, რაშია საქმე? რით ვერ მოუქონა თავი მოქმედმა ხელისუფლებამ კონგრესმენებს? ეს ძალიან ჰგავს აშშ-სა და რუსეთს შორის არსებულ ვითარებას, როდესაც ტრამპი და პუტინი ძალიან დადებითად არიან განწყობილი ერთმანეთის მიმართ და ურთიერთობენ, ხოლო, მეორე მხრივ, აშშ რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციებს აცხადებს...

- საქმე ისაა, რომ პანდემიამ მსოფლიოში შექმნა სსრკ-ის დაშლის ხანის იდენტური სიტუაცია, როდესაც ყველას მსუყე ლუკმის დათრევა სურდა. აი ახლაც 13 კონგრესმენს - რესპუბლიკური ცეხის საძმოს - სურთ საქართველოს პრივატიზება, მისი საკუთარ ვოტჩინად გადაქცევა, რადგან საქართველო არ შედის იმ ქვეყნების უმაღლეს ლიგაში, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის. მთელი ინფორმაცია, რომელიც კონგრესის კოვბოებმა მოუქნელად ჩატენეს ზემოთ მოყვანილ დოკუმენტში, სააკაშვილის მიწოდებულია, იქ აშკარად ჩანს მისი „ყურები“! აი რატომ ჰგავს ეს გაბოროტებული შეშლილის ბოდვას, რომელიც შეპყრობილია იდეა-ფიქსით - ”საქართველო - ივანიშვილის გარეშე!”, როგორც 16 წლის წინ - ”საქართველო - შევარდნაძის გარეშე!” იყო. სააკაშვილსა და კონგრესმენებს შორის საკონტაქტო პერსონა არის მისი ბიძა, თემურ ალასანია, აშშ-ის მოქალაქე, რომელიც თავის ძველ „კაგებეშნიკურ“ აგენტურულ კავშირებს დისშვილის ინტერესებში იყენებს. რატომაა მტრის მხარეზე გადასული სრულიად საიდუმლო ინფორმაციის მფლობელი დღემდე ხელშეუხებელი და თავისუფალი, კიდევ ერთი, არანაკლებ საინტერესო საკითხია...

   და ახლა მთავარი, რატომ გამოამჟღავნეს ამჯერად ამერიკელებმა თავი ისე აშკარად, როგორც აქამდე არასდროს უქნიათ და მხოლოდ თავიანთი მარიონეტების მეშვეობით მოქმედებდნენ. რისკის გაწევისკენ მათ უბიძგა იმავე მიშამ, რომელმაც ყნოსვა, გავლენა და ძალაუფლება თავის ხელის ბიჭებზე - თანაპარტიელებზეც კი დაკარგა!

- ინდა ჩვენს მკითხველებს შევახსენო ორი ინტერვიუ თქვენთან - შარშანდელი ან შარშანწინდელი, სადაც თქვენ ფაქტებზე დაყრდნობით ასაბუთებდით, რომ უკრაინა არ არის საქართველოს მეგობარი, რადგან სააკაშვილიექსტრადაციას არ ახდენს. და ამასწინანდელი, სადაც გამოთქვით ვერსია, რომ ამერიკელებმა სააკაშვილი უკრაინაში დანიშნეს, რათა საქართველოში გადაყვანონ, თანამდებობიდან - თანამდებობაზე და პირდაპირ არ დანიშნონ უმუშევარი ბომჟი საქართველოს ხელმძღვანელად. თქვენი ორივე პროგნოზი გამართლდა, რისთვისაც - ჩვენი რესპექტი თქვენ: ზელენსკიმ, ისევე როგორც პოროშენკომ, კვლავ დანიშნა სააკაშვილი სახელმწიფო თანამდებობაზე, ხოლო ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, გააცხადა, რომ საქართველოში დაბრუნებასდა ხელისუფლებისთვის ბრძოლას აპირებს...

- ცრუ მოკრძალების გარეშე ვიტყვი, რომ სააკაშვილს მაქსიმუმ ორი თვე მივეცი, რომ სკანდალით წასულიყო. სკანდალიც, როგორც ხედავთ, მომწიფდა. ვიცე- პრემიერად იგი არ დანიშნეს - რადაში ისეთი ტლინკები ჰყარეს, რომ სააკაშვილი მიხვდა - ფერადი რევოლუციის ძველი სქემა, როგორც საქართველოში 2003 წელს, აქ არ იმუშავებს.

- გთხოვთ, დააზუსტოთ.

- ანუ, ჯერ თანამდებობის პირი უნდა გახდეს მოქმედ ხელისუფლებაში, როგორც საქართველოში დანიშნა შევარდნაძემ ახალგაზრდა თხუპნია - პოლიგლოტი იუსტიციის მინისტრად, შემდეგ კი ამავე მთავრობის მამხილებლად უნდა იქცეს და დაადანაშაულოს ის ფანტასტიკურ კორუფციაში, მიიღოს მშიერი მასების მხარდაჭერა და აშშ დოლარები, რათა შეიჭრას უზენაეს საკანონმდებლო ორგანოში და დაამხოს ხელისუფლება, რომელმაც იგი აღაზევა. უკრაინაში თავიდანვე ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა - დიახაც, პრეზიდენტის მრჩეველი რეფორმების საკითხებში არ არის ის მოედანი, საიდანაც მწვერვალზე ისკუპებ! ”ეს ჩემი დონე არ არის!” - ამპარტავნულად განუცხადა მიშამ ზელენსკის და მართალიც იყო, შემდგომი გეგმების გათვალისწინებით. მაგრამ ზელენსკი არ აპირებდა სახდეპისა და სოროსისგან ქრთამის დაკარგვას და შექმნა მკვდრადშობილი სტრუქტურა, სადაც სააკაშვილი ხელმძღვანელად კი არა,”წაიღე-მოიტანე” მდივნად დანიშნა! მიშა უკრაინაში არავითარ რეფორმებს ვერ განახორციელებს, რადგან ამ უდღეურს მათზე წარმოდგენაც არ აქვს! ხმამაღალი სკანდალები, პიარი სატელევიზიო კამერის წინ და ტელედაჭერები - მხოლოდ ამაშია ის ოსტატი, ეს უბრალოდ შირმაა და ოდესაში ამას მეორედ არ ჭამენ!

თავიანთი ფავორიტის გაძევებისა და, შესაძლოა, მისთვის უკრაინის მოქალაქეობის მეორედ ჩამორთმევის ახალი სკანდალის მოლოდინში ამერიკელებმა გარისკეს და პირდაპირ მისცეს საქართველოში მოქმედი ხელისუფლების შეცვლის მინიშნება, იმის გამო, რომ ივანიშვილი, თურმე, პრორუსულია! ცამეტის განცხადება დაუყოვნებლივ გამოჩნდა სააკაშვილის ფეისბუქ-გვერდზე, რომელმაც ასევე დაკარგა ალღო და დროზე ადრე გაიხსნა - ვგულისხმობ განცხადებას საქართველოში დაბრუნების შესახებ, რის გამოც უკრაინის ელჩი ახსნა-განმარტებებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.

მაგრამ აქ ამერიკელებს ახალი სიურპრიზი ელოდათ - მიშას, როგორც კეთროვანს, განზე გაუდგნენ არა მარტო ყველა პარტია, რომლებმაც ერთი წლის წინ საქართველოში „გაერთიანებული ოპოზიცია“ შექმნეს, არამედ საკუთარი თანაპარტიელები „ნაციონალური მოძრაობიდან”! მიშასთან ერთიან საარჩევნო სიაში გაერთიანებას კი არა, კილომეტრში კუჭში გასვლასაც არავინ დათანხმდა, ისეთი პოლიტმეძავიც კი, როგორიც ლეიბორისტი ნათელაშვილია! „ყველა ერთის გარდა! საქართველო სააკაშვილის გარეშე!“ გამოვიდა, თუმცა მიშას პირიქით უნდოდა... და აი აქ, ჩლუნგი ამერიკელები მიხვდნენ, რომ ფსონს არასწორ ცხენზე ჩამოვიდნენ! ხოლო პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც იუმორისტი-შემაქცევარის როლიდან ვერა და ვერ გამოვიდა, უკვე იდაყვებს იკბენს, რადგან ისეთი უმადური ქაქის გამო, როგორიც მიშაა, რომელსაც მან სახლი, მოქალაქეობა და სტატუსი დაუბრუნა, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში სტრატეგიული მოკავშირე, ანუ - საქართველო დაკარგა!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 14 ივნისი
საქართველო, თბილისი