საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 864 შემთხვევა არის დადასტურებული. ასევე, ერთით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და სულ 703-ს შეადგენს.

ამასთან, stopcov.ge-ს ინფორმაციით, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3026 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 297.