პოლიტიკა
საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძის განცხადებას აშშ-ის საელჩოს მიერ ბიძინა ივანიშვილის საუბრების მოსმენაზე აბსურდსა და ტყუილს უწოდებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ეს არის აბსურდი. დავინტერესდები, თუ რა არის ამგვარი ბრალდებების საფუძველი, რაც პრაქტიკულად ტყუილია“, - აღნიშნა ელჩმა კელი დეგნანმა.
გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს აშშ-ის საელჩო უსმენს.