”როდესაც, 2020 წლის 29 მაისს საინფორმაციო სააგენტო NEWS FRONT- თვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუსა და სერგეი ვესელოვსკის საავტორო ტელგადაცემაში “На самом деле” განვაცხადე, რომ ამერიკელებმა სააკაშვილი უკრაინაში დანიშნეს, რათა საქართველოში თანამდებობიდან თანამდებობაზე გადაიყვანონ, “საქინფორმი”-ს თანამშრომელმა საინტერესო ინფორმაცია მომაწოდა.
აღვნიშნავ, რომ არ ვარ სოცქსელების აქტიური მომხმარებელი, რადგან ჩემთვის უსიამოვნოა ადამიანებით იმედგაცრუება, რომლებიც თავის ყველაზე მახინჯ მხარეებს ამაყად წარმოაჩენენ. Facebook- ის მომხმარებლების რეაქციას “საქინფორმი”-ს პუბლიკაციებზე თვალყურს ადევნებს ჟურნალისტი, რომელიც მათ აქვეყნებს, ხშირად - თუნდაც ჩემი პირადი გვერდის სახელით.
თურმე სააკაშვილის სექტის ფანატების ჯგუფი თავს დამესხა ისტერიული უცენზურო ლანძღვითა და მუქარით - აქაოდა, შე ასეთ-ისეთო, როგორ ბედავ ასეთი რამეების გამოგონებას, შეშლილო?!
მივხვდი, რომ კაკალ-გულში მოვარტყი, რადგან „ნაცანალების“ ამგვარი რეაქცია და ორგანიზებული ჯგუფური პასუხის გამოწვევა მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საიდუმლოს გამომჟღავნებას შეეძლო!
და აი, 2020 წლის 11 ივნისს სააკაშვილმა ღიად განაცხადა, რომ აპირებს საქართველოში ძალაუფლებისთვის ბრძოლას, რაც მე წინასწარ განვჭვრიტე 2020 წლის 29 მაისს. ახლა მინდა ვკითხო ნაცგარეწრებს: რატომ ჩაიკმინდეთ ხმა?! რას იტყვით თქვენი გურუ - საქაქოვის განცხადებაზე?! რატომ არ იბოდიშებთ, სოცქსელების ვირთხებო?!
ბოდიშის მოხდას სჭირდება გამბედაობა, რომელიც არამზადებს არასოდეს ჰქონიათ! დაე მაპატიონ „ГУЛАГ“-ის უდანაშაულო ზვარაკებმა, მაგრამ ჯანსაღი საზოგადოებისგან მავნეთა დიდი ჯგუფების საიზოლაციოდ ბანაკების ან დასახლებების არსებობის საჭიროებას დღეს განსაკუთრებით მწვავედ ვაცნობიერებ...”,- წერს „საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი თავის Facebook-გვერდზე.