საზოგადოება
საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. თბილისში დღეს კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა.
ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, მათი ინფიცირების წყარო ჯერ დაუდგენელია.
„ხუთივე ახალი შემთხვევა თბილისს უკავშირდება და არც ერთი მათგანის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე არ არის დადგენილი. მიმდინარეობს კვლევა და ერთ შემთხვევაში, იმედი გვაქვს, რომ ინფიცირების წყაროს მივაკვლევთ“, – აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.