აქტუალური
ეროვნულმა ბანკმა 29.7 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

 საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 ივნისს გამართულ სავალუტო აუქციონზე 29 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

სებ-ის ინფორმაციით, აუქციონზე სულ 40 მლნ აშშ დოლარი იყო გატანილი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0372 ლარი შეადგინა.

ბლუმბერგის მონაცემებით, მოცემული მომენტისტისთვის 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0301 ლარია.