სამართალი
აღდგომას ოჯახში კიდევ რამდენიმე პატიმარი შეხვდება

prison_doorშეწყალების კომისია უახლოეს დღეებში შეიკრიბება. 300 განაცხადი განსახილველად უკვე მზადააა. მონაცემები პრეზიდენტსაც გადაუგზავნეს. შეწყალების კომისია იმ პატიმართა საქმეებს გაიხილავს, ვინც სასჯელის ნახევარი უკვე მოიხადა. გარდა ამისა, არის 10 არასრულწლოვანის საქმე, რომლებიც შეწყალების კომისიის რეკომენდაციას ამ მთავარი კრიტერიუმის გარეშე მიიღებს.

„ბევრი განაცხადია შემოსული, საიდანაც 300 უკვე მზადაა შეწყალების კომისიის სხდომაზე გასატანად. შესაძლებელია, ეს რიცხვი ოდნავ კიდევ გაიზარდოს. გარდა ამ სამასისა, ცალკე არის ათი არასრულწლოვანის საქმეც. ჩვენთან შემოდის აბსოლუტურად ყველა კატეგორიის საქმე. ერთადერთი კრიტერიუმი, რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ეს არის ის, რომ მას მოხდილი უნდა ჰქონდეს სასჯელის ნახევარი“, – განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ.