საზოგადოება
209 წლის თბილისის კლასიკურ გიმნაზიას ძველი სახელი დაუბრუნდა

gimnazia-1ქ. თბილისის პირველ საჯარო სკოლას ძველი სახელი – „თბილისის კლასიკური გიმნაზია“ – დაუბრუნდა. ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო.

მინისტრის პირველმა მოადგილე კოკა სეფერთელაძემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მამუკა ახვლედიანმა სკოლის დირექტორ ამირან ჯამაგიძეს მინისტრის შესაბამისი ბრძანება გადასცეს და მოსწავლეებსა და პედაგოგებს სკოლის ახალი აბრა წარუდგინეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაითვალისწინა სკოლის მოსწავლეთა, პედაგოგთა, კურსდამთავრებულთა და მშობელთა სურვილი – პირველ საჯარო სკოლას დაბრუნებოდა ისტორიული სახელი და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო.

საქართველოს ამ ერთ-ერთ უძველეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩვენი ქვეყნის სასიქადულო არაერთი  პიროვნება აღიზარდა, ძველი სახელის დაბრუნება კი, პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის მეტად საამაყო და დიდი სტიმულია ბეჯითი სწავლისა და ღირსეული ტრადიიის გასაგრძელებლად.