აქტუალური
20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება! — გახარია „გავრილოვის ღამის“ შემდეგაც პრემიერი იქნება

 საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. საბოლოო ჯამში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის, სად ვიქნები – მთავრობაში ვიქნები, ხელმძღვანელი ვიქნები, თუ ფერმერი. ჩემს გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ე.წ. გავრილოვის ღამის ერთი წლისთავზე, იქნება თუ არა ისევ პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიამ უპასუხა: „დიახ, ვიქნები“.

ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ და რა მიზნით არის ეს გავრცელებული ინფორმაცია ჩემი გადადგომის შესახებ. მინდა, მადლობა გითხრათ, რომ უკვე იმუნიტეტი შემძინეთ. არანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქვს, იმდენჯერ დასვით ეს შეკითხვა. საბოლოო ჯამში, კონცეპტუალურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის, სად ვიქნები, რეალურად – ვიქნები მთავრობაში, ვიქნები ხელმძღვანელი, თუ ფერმერი, მე ჩემს გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ. უკიდურესად მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმით, რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ. ამიტომ გპასუხობთ, 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.