უცხოეთი
“მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავოს” – უკრაინული მედია

 საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავოს – ამის შესახებ ინფორმაციას, „Украина. Мир. Новости” უკრაინის ყოფილ დეპუტატზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, არსენ ავაკოვის მთავარ შემცვლელად სწორეს სააკაშვილი მოიაზრება და ამის შესახებ ინფორმაციას ყოფილი დეპუტატი სერგეი ლეშენკოც ადასტურებს.

როგორც ლეშენკო აცხადებს, სააკაშვილი დიდი ხანია განიხილება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე.

”ჩემი წყაროების თანახმად, ყოფილი პრემიერ მინისტრი ალექსეი გონჩარუკი სააკაშვილის ავაკოვის შემცვლელად განიხილავდა“, – თქვა ლეშენკომ. მისივე თქმით, გონჩარუკი რამდენჯერმე დაემუქრა ავაკოვს გადაყენებით და იგი განაწყენებული იყო მასზე.

metronome.ge