პოლიტიკა
საქინფორმი: აშშ-ში „ფერადი რევოლუციისა“ და საქართველოში „ვარდების რევოლუცია 2“-ის მცდელობას ბაიდენის გუნდი და მისი წევრი - სააკაშვილი მართავენ

 საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ეჭვგარეშეა, რომ აშშ-ში პრეზიდენტი ტრამპის გადადგომისა და საქართველოში ბიძინა ივანიშვილდა მის პარტიმიერ სააკაშვილიოპოზიციისთვის ხელისუფლების დათმობის იძულების მცდელობა იმართება აშშ-ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატის (გარდა მოქმედი პრეზიდენტისა, რომელიც მე -2 ვადაზე მიდის), ჯოზეფ ბაიდენიშტაბიდან, რომლის "ქართულ მიმართულებასაც” ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ხელმძღვანელობს. იმიტომ, რომ ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ტრამპის გამარჯვებას აშშ-ში და „ქართული ოცნებისა“- საქართველოში, ესაა ფორსმაჟორული სიტუაცია.

როგორც ცნობილია, ფორსმაჟორული სიტუაციები არსებობს ბუნებრივი წარმოშობისა (მიწისძვრა, ქარიშხალი, წყალდიდობა, ეპიდემია და ა.შ.) და ხელოვნურად პროვოცირებული (ომები, რევოლუციები, სახელმწიფო გადატრიალებები, ტერაქტები და სხვ.). საქართველოსა და აშშ – ში, ეპიდემიის კვალდაკვალ, ცდილობენ სახალხბუნტის პროვოცირებას, ანუ ახალი ფორსმაჟორული სიტუაციის ხელოვნურად შექმნადა პანდემიისთვის მის დაბრალებას. მიზანი არის ბაიდენის გამარჯვება აშშ-ში და საქართველოში დაბრუნებული სააკაშვილის გამარჯვება. სააკაშვილი-ბაიდენის დუეტი განახორციელებს მრავალ პროექტს, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, რომელსაც აქვს სამხედრო შემადგენელი (აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზა და ნატო) და კომერციული (საკონტეინერო გადაზიდვები).

დაინახეს რა, რომ პირველი ფორს-მაჟორული სიტუაცია - კორონავირუსი - წარმატებით გადაჭრა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ, სააკაშვილი-ბურჯანაძის გაერთიანებულ ოპოზიციასსურს სახალხო პროტესტის პროვოცირება, როგორც ეს მოხერხაშშ–ში. სწორედ ამ მიზნით სააკაშვილის ტელეკომპანია "მთვარმა არხმა" გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გეორგი გახარიას გადაყენების შესახებ უკვე მიიღო მმართველი პარტია „ქართული ოცნებისთავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და ეს დღეს-ხვალ მოხდება. მემკვიდრეებად სახელდებიან: სუს-ის უფროსი, ლილუაშვილი, იუსტიციის მინისტრი წულუკიანი და ინფრასტრუქტურის მინისტრი ცქიტიშვილი.

საქინფორმისთვის დანამდვილებით ცნობილი არ არის - ეს ფეიკია თუ "ქართული ოცნების" ტაქტიკა, რომ გახარიაშეძლოს "ქართული ოცნების" პარტიული სიას ჩაუდგესათავეში, რისი უფლებაც მას მოქმედ პრემიერ-მინისტრად მუშაობის დროს არ აქვს. პოპულარული პრემიერ-მინისტრის შეცვლის სხვა მოტივებს საქინფორმი ვერ ხედავს.

საქინფორმი აფრთხილებს ყველა ჯურის პროვოკატორს: აშშ-ში მომხდარმა მოვლენებმა ახალი ძალით გააღვიძა იქ მიძინებული რასიზმი და დიდი ხნით დათესა შუღლი ამერიკის თეთრსა და ფერადკანიან მოსახლეობას შორის. პროვოკაცია საქართველოში კი საბოლოოდ გახლეჩს მის მოსახლეობას, რომლის შთამბეჭდავი ნაწილიც - სააკაშვილის ფანატიკური მომხრეები - მზად არიან სისხლი დაიღვარონ რევანშისათვის. შეზღუდულნი და აგრესიულნი, ისინი მზად არიან გაიმეორონ სააკაშვილის რეჟიმის საშინელი დანაშაულები ავლაბრის სასახლეში თავიანთი "გურუს" დასაბრუნებლად, რაც დანაშაულებრივ სექტას სიმდიდრისა და შეუზღუდავი ძალაუფლების გარანტიას მისცემს.

საქინფორმის რედაქცია