საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში ახალი კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.  

გამოჯანმრთელდა 634 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2508, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 300 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.