სამართალი
აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ „მინისტრთა კაბინეტის“ ახალი წევრები დანიშნა

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ 14-კაციანი „მინისტრთა კაბინეტის“ რამდენიმე ახალი წევრი დანიშნა:

ვლადიმირ ანუა – „თავდაცვის მინისტრი“ (1 ივნისი);

თეიმურაზ ხიშბა – „ტურიზმის მინისტრი“ (12 მაისი).

კრისტინა ოზგანი – „ვიცე-პრემიერი“, „ეკონომიკის მინისტრი“ (4 მაისი);

დმიტრი დბარი – „შინაგან საქმეთა მინისტრი“ (30 აპრილი);

დაურ კურმაზია – „დაბეგვრის მინისტრი“ (30 აპრილი);

თამაზ წახნაკია – „ჯანდაცვის მინისტრი“ (29 აპრილი);

ლევ კვიწინია – „საგანგებო სიტუაციების მინისტრი“ (29 აპრილი);

რუსლან აჯბა – „სოციალური დაცვისა და დემოგრაფიული პოლიტიკის მინისტრი“ (29 აპრილი).

მანამდე, 28 აპრილს ასლან ბჟანიამ რეგიონის პირველ „ვიცე-პრემიერად“ ბესლან ჯოპუა დანიშნა. ამავე დღეს, ბჟანიამ „ფინანსთა მინისტრისა“ და „ვიცე-პრემიერის“ პოსტზე ვლადიმირ დელბა დანიშნა.

ამასთან, ასლან ბჟანიამ 29 მაისს ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად სტნისლავ ანიჩბა, ხოლო მანამდე 27 მაისს თემურ ოტირბა ახალი ათონის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა. 18 და 12 მაისს გუდაუთისა და ტყვარჩელის რაიონების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებად ბჟანიამ ბაგრატ ბოჯგუა და ისიდორ დოჩია დანიშნა, 30 აპრილს კი – გაგრის რაიონსა და ქალაქ სოხუმში ადმინისტრაციის ხელმძღვანელების თანამდებობები იური ხაგუშს და ბესლან ეშბას ჩააბარა.