საზოგადოება
თბილისში ე.წ. საბურთალოს კლასტერის კონტაქტების კვლევა გრძელდება

 საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ე.წ. საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტების კვლევა გრძელდება.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ასევე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

ამასთან, კორპუსთან ორ სამარშრუტო ტაქსიში მოქალაქეები იმყოფებიან, თუმცა ადგილზე არ კეთდება კომენტარი, გადაჰყავთ თუ არა ისინი საკარანტინო სივრცეში.