პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლ ფაშინიანს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა

 საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გამოჯანმრთელება უსურვა.

გისურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას თქვენ და თქვენს ოჯახს“,- წერს საქართველოს პრეზიდენტი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.

ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ის და მისი ოჯახის წევრები „კოვიდ-19“-ით არიან ინფიცირებულები. პრემიერი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მას ვირუსის სიმპტომები არ აქვს და მუშაობას რეზიდენციიდან გააგრძელებს, სადაც თვითიზოლაციაში იმყოფება.