პოლიტიკა
„სააკაშვილი იდაყვებს დაიკბენს 26 მაისის სადამსჯელო ოპერაციის გამო!“ - რა მოუთხრო ნინო ბურჯანაძემ საქინფორმის მთავარ რედაქტორს 2011 წლის 29 ივნისს

 ქალბატონო ნინო, კორესპონდენტი არ გამოგიგზავნეთ და თავად გეახელით იმიტომ, რომ ეს უბრალოდ ინტერვიუ არაა. გთავაზობთ, ჩვენი დიალოგი – საინფორმაციო სააგენტოს მთავარი რედაქტორისა პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსა“ და „სახალხო კრების“ ლიდერთან – საქართველოს ბედზე თავისუფალი საუბრის ფორმით ავაწყოთ. როდის იმარჯვებდა და სად ცდებოდა ნინო ბურჯანაძე – 2003 წლის ნოემბერში, თუ 2007 წლის ნოემბერში, 2009 წლის მაისში, თუ 2010 წლის ნოემბერში? 2011 წლის 26 მაისი: რა იყო ეს – გულწრფელი შეცდომა თუ გაცნობიერებული PR-აქცია, ჩვეულებრივი ღალატი (რაც საქართველოში იშვიათობა არ არის), თუ სრული ფიასკო პარლამენტის ექს-სპიკერისა, რომელიც ოპოზიციურ „ველზე“, საპარლამენტო ტრიბუნის კომფორტისა და პარლამენტის საიმედო კედლებს მიღმა, უმწეო აღმოჩნდა? – აი, რის თაობაზე მინდა, გესაუბროთ დღეს, გულწრფელი პასუხი მივიღო კითხვებზე, რომლებიც არა მარტო ქართველ ხალხს, არამედ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებს, ასევე, ჩვენს თანამემამულეებს ყოფილი სსრკ-დან, ჩვენს მეზობლებს – აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს, აინტერესებთ. თუკი ჩემს შემოთავაზებულ ფორმატზე თანახმა ხართ, მაშინ დავიწყოთ.

 ნ..: კი, ბატონო, ოღონდ სალაპარაკო ბევრი იქნება. მაშინ თანმიმდევრობით მივყვეთ. დავიწყოთ.

 ა. .: ქალბატონო ნინო, ეს-ესაა დავასახელე ოთხი თარიღი, რომლებიც საეტაპოა არა მარტო ნინო ბურჯანაძის, არამედ მთელი საქართველოსთვისაც. პირველი ორია 2003 წლისა და 2007 წლების ნოემბერი, „ვარდების რევოლუცია“ და რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიტინგის სასტიკი დარბევა: მაშინ თქვენ მაღლა აღმართული გეკავათ ალისფერი ვარდები, შემდგომ სისხლით რომ დაიცვარა, მთელი თქვენი აკადემიური გარეგნობით, განათლებით, სოლიდური პოლიტიკური ბექგრაუნდითა და ოჯახიშვილობით კანონიერებასა და რესპექტაბელობას სძენდით „ხავერდოვან“ გადატრიალებასა და მის „ქარაფშუტა“ ლიდერს – მიხეილ სააკაშვილს. თუმცა, ამასთან, უხეშად დაარღვიეთ კონსტიტუცია, როცა არჩევნები მხოლოდ ნაწილობრივ გაყალბებულად გამოაცხადეთ (მაჟორიტარების ნაწილში) და საკუთარი თავი, არარსებული პარლამენტის სპიკერი, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად.

ხოლო 2009 წლის მაისსა და 2010 წლის ნოემბერში, ე. წ. საკნებისა და რუსთაველის გამზირზე „სახალხო კრების“ პირველი აქციების დროს, უკვე ბარიკადების მეორე მხარეს იდექით და ხმამაღლა კომპეტენტურად ამხელდით ხელისუფლების დანაშაულებრივ არსსა და ზრახვებს.

კითხვა: თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა პოლიტიკოსს, რომელიც 7 წლის განმავლობაში მეორე პირი იყო სახელმწიფოში და ასეთი სტრატეგიული შეცდომებიც დაუშვა, პრეტენზია ჰქონდეს პოლიტიკურ მომავალზე, სახელმწიფოსა და საზოგადოებაში ლიდერობაზე? შეცდომები, რომლებიც ჩვეულებრივ მოკვდავს ეპატიება, არ მიეტევება პოლიტიკოსს, რომელიც ხელისუფლების მწვერვალზე დგას: სადაა გარანტია, რომ მორიგ ჯერზეც არ შეცდებით, რომ ახლაც არ ცდებით?! უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, სხვებს დახმარებოდით, ადგილი დაგეთმოთ იმ ადამიანებისათვის, რომლებიც საქართველოში მომხდარის შეფასებებში არ ცდებოდნენ არც მაშინ და არც ახლა?

ნუთუ სანამ 2011 წლის 26 მაისს 2007 წლის 7 ნოემბერს დაღვრილი სისხლის შხეფები არ მოგხვდათ, ვერ მიხვდით, რომ დედის დამცველი შვილის დაკავებისას ამ დედის შეხების საზარელი სცენა შედეგი იყო პარლამენტში 2003 წლის ნოემბერში გამართული არანაკლებ საზარელი სცენისა, როცა ხანდაზმული კაცი – პრეზიდენტი ძალით გაიყვანეს დარბაზიდან, რათა მიშასა და ნინოს მეთაურობით იქ შეჭრილი „რევოლუციონერებისგან“ ეხსნათ? ქართველი ხალხი ბოღმიანი არ არის და შესაძლოა, აპატია ბურჯანაძე – ქალს, მაგრამ აპატია კი ბურჯანაძე – პოლიტიკოსს? და თუკი აპატია, რატომ არ დაუჭირა მხარი 26 მაისს?

..: არ მიმაჩნია, რომ სისხლის შხეფები მომხვდა. სისხლის შხეფები მოხვდა იმ ხალხს, ვინც ეს სისხლი დაღვარა! ახლა შემეძლო მშვიდად მემუშავა მსოფლიოს ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე ან მსოფლიოს ნებისმიერ საუკეთესო კურორტზე დამესვენა (როგორც იცით, ამის საშუალება მაქვს!), თუმცა, სწორედ იმის გამო, რომ ხალხის წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი, მთელი საქართველოს წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მოვალეობის გრძნობა გამაჩნია, პოლიტიკაში ვრჩები.

რაც შეეხება გარანტიებსუდავოდ, მეც, როგორც ნებისმიერ პოლიტიკოსს, შეცდომებიც დამიშვია, მქონდა პლუსებიც და ეს სავსებით ნორმალურია. თუმცა პოლიტიკოსი, როგორც ნებისმიერი პროფესიონალი, იზრდება, როცა ითვალისწინებს თავის შეცდომებს და იმის გარანტიას, რომ შეცდომებს აღარ გაიმეორებს, ჯერ ერთი, მისი გამოცდილება, მეორეც – ის პასუხისმგებლობა წარმოადგენს, რომელსაც არ გაურბის.

რაც შეეხება ხალხის ნდობას და სხვისთვის გზის დათმობის მიზანშეწონილობას: პოლიტიკა მკაცრი რამაა, სწორედ ამიტომ ვიბრძვით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის, რათა ხალხმა შეძლოს არჩევანის გაკეთება იმ პოლიტიკოსის არჩევა, რომელსაც ენდობა. ხალხი თავისი არჩევანით იტყვისგადმომცემს თუ არა მართვის სადავეებს, თუ გზა სხვას უნდა დავუთმო და მეც ხალხის ნებას დავემორჩილები.

ჩვენ რომ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას არ ვაპირებდით, ამას მთელი მაისის განმავლობაში ჩვენი მოქმედებებიც ადასტურებდა. ეს ნიშნავს, რომ არ ვაპირებ, ვინმეს თავს მოვახვიო საკუთარი ნება, კანდიდატურა და პოლიტიკური ხედვა. ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რომ ყველა ადამიანს – ვინც პოზიტიურად, თავშეკავებული სკეპტიციზმით ანდა ნეგატიურად მეკიდება, ჰქონდეს თავისუფალი არჩევანი და შიშის გარეშე, რომ მათ დააპატიმრებენ, სამსახურიდან გააგდებენ, მათ შვილებს ჯიბეში ნარკოტიკებს ანდა იარაღს ჩაუდებენ, მშვიდად აწონ-დაწონოს ყველაფერი და გადაწყვიტოს: რომელი გზაა მათი ქვეყნისთვის სწორი და ვის შეუძლია ამ გზაზე მათი გაძღოლა. ასევე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ადამიანებს სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ იმ მოვლენებზე, რომლებიც თქვენს კითხვაშია ჩამოთვლილი.

რაც შეეხებავარდების რევოლუციას“, მაშინ სრულებით გულწრფელი და მართალი ვიყავი!

ახალგაზრდაა კაცი თუ ხნიერი, ქალია თუ კაცი – ნებისმიერ ქვეყანაში, სიტუაციაში და პროფესიაში ეს გასათვალისწინებელია, მაგრამ პოლიტიკაში ასაკი და სქესი ინდულგენციას არ წარმოადგენს. პრეზიდენტ შევარდნაძის ასაკი პატივისცემას იმსახურებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მის მიერ ბოლო წლებში პრეზიდენტის რანგში გადადგმული ყველა ნაბიჯი სწორია! სამწუხაროდ, სწორედ შევარდნაძის უმართებულო მოქმედებებმა გამოიწვიავარდების რევოლუცია“. მე არაერთხელ გავაფრთხილე პრეზიდენტი შევარდნაძე, რომ თუ ხალხის ნების უგულებელყოფას გააგრძელებდა და 2003 წლის არჩევნების გაყალბებულ შედეგებს არ გააუქმებდა, საქმე რევოლუციამდე მივიდოდა. პარლამენტში ჩვენს შესვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ასევე, გავაფრთხილე პრეზიდენტი შევარდნაძე, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არალეგიტიმური პარლამენტის მოწვევა. მით უფრო, რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა და, მათ შორის, მისი პირადი მეგობრებიც, მოუწოდებდნენ, ეს არჩევნები არალეგიტიმურად ეცნო და ახალი დაენიშნა. ეს არა მარტო შევარდნაძისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვისაც კარგი იქნებოდა.

რაც შეეხება მისი პარლამენტიდანგამოყვანას“ – შევარდნაძე არავის შეურაცხყვია!

სიტუაცია, უდავოდ, უსიამოვნო იყო (რევოლუცია არ შეიძლება სასიამოვნო იყოს!), მაგრამ მე მიმაჩნდა, რომ ჩვენ სწორ ნაბიჯებს ვდგამდით, რადგან ქვეყანა კორუფციის ჭაობში იყო ჩაფლული და დანგრევის პირას იმყოფებოდა, პრაქტიკულად არ ფუნქციონირებდა სახელმწიფო ინსტიტუტები, ხოლოვარდების რევოლუციაქვეყანას გადარჩენისა და სწორი მიმართულებით განვითარების, სწორ კალაპოტში ჩადგომის შანსს აძლევდა (ნინო ბურჯანაძისთვის იმის შეხსენება, თუ რამდენად მაღალი პოსტი ეკავათ მას და მისი ოჯახის წევრებს იმსახელმწიფო ინსტიტუტებში“, რომლებიცპრაქტიკულად არ ფუნქციონირებდა“ „განადგურების პირას მყოფ, კორუფციის ჭაობში ჩაფლულ ქვეყანაში“, აზრსმოკლებულად მივიჩნიე. – . .). ის, რაც შემდეგ არასწორად გაკეთდა, არ ნიშნავს, რომვარდების რევოლუციაარასწორი იყო. ბევრი რამ სწორად გაკეთდა და ის ფაქტი, რომ ახლა რადიკალურ ოპოზიციაში ვარ, უფლებას არ მაძლევს, ყველაფერს ხაზი გადავუსვა!

სამწუხაროდ, შეცდომებმა, რომლებიც რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებამ დაუშვა, 2007 წლის მოვლენებამდე მიგვიყვანა, როცა ხალხმა ხმამაღლა განაცხადა, რომ არ აპირებს უსამართლობისა და საკუთარი ღირსების შელახვის მოთმენას თუნდაც ელექტროენერგიის, გზების, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ბიუროკრატიული აპარატის შემცირებისა და სხვ. ხარჯზე. აქამდე რომ მივიდოდა, ჯერ კიდევ 2007 წლის აგვისტოში ვიცოდი და, როგორც უწინშევარდნაძე, ჩემი თანამოაზრეებიც (თუკი შეიძლება ასე ვუწოდო) – სააკაშვილი და მისი გუნდი გავაფრთხილე, რომ სექტემბერ-ოქტომბერში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართებოდა, ათობით ათასი კაცი ქუჩაში გამოვიდოდა! და ხმამაღლა უნდა ვაღიაროთ – მართალია, ბევრი გავაკეთეთ, მაგრამ შეცდომები დავუშვით, რომელთა გამოც ხალხს ბოდიშს ვუხდით! რომ ჩვენ გაუმართლებლად დიდხანს გაგვიგრძელდა ეს რევოლუციის პერიოდი, თუმცა „ვარდების რევოლუციის“ პირველ წლისთავზე ყრილობაზე გამოსვლისას განვაცხადე: მორჩა! წელიწადი გავიდარევოლუცია უნდა დავასრულოთ და ევოლუციურ პროცესებზე გადავიდეთ!“ სამწუხაროდ, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ყური არ მათხოვეს, თუმცა უნდა მოესმინათ...

ხოლო 2007 წელს, სააკაშვილის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების შემდეგ, სააკაშვილსა და მის გუნდს ხელახლა მიეცათ დაშვებული შეცდომების გამოსწორების შანსი – სწორი რეფორმების გაგრძელება იმ შეცდომების გვერდის ავლით, რომლებიც მათ ჩრდილს აყენებდა. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ამ შეცდომებზე ესწავლათ, ხელისუფლებამ თავისი მესიობა ირწმუნა და დაიჯერა, რომ მისთვის ყველაფერი შეიძლება... ერთადერთი, რაც გააკეთეს, ის იყო, რომ „ფასადი“ შეცვალეს – უფრო მეტად ალაპარაკდნენ ხალხის პრობლემებზე, თუმცა სინამდვილეში დემოკრატიის მიმართულებით მიდგომები გაამკაცრეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე წასვლა და, სხვათა შორის, საქართველოს ისტორიაში სხვა ანალოგს ვერც იპოვით, რომ ადამიანი ნებაყოფლობით, ყოველგვარი იძულების გარეშე ასეთი მაღალი პოსტიდან მიდიოდეს. (ნინო ბურჯანაძისთვის იმის შეხსენება, თუნებაყოფლობით წასვლამდერა კამათი მოუვიდა მასთანამოაზრეებთან (თუკი შეიძლება ასე ვუწოდო)“ – მიხეილ სააკაშვილთან და გიგა ბოკერიასთან, აზრსმოკლებულად მივიჩნიე. – . .). 

. .: ამბობთ, შევარდნაძის დაყოლიებას ცდილობდით 2003 წლის არჩევნების გაყალბებული შედეგების ანულირებაზე. და ყველა მომდევნო არჩევნები საქართველოში ფალსიფიცირებული არ იყო?

. .: 2004 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, როცა სააკაშვილი აირჩიეს, არ გაყალბებულაისინი იდეალური იყო. ამის თქმა სრული პასუხისმგებლობით შემიძლია! უფრო მეტიც, 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩემი „თავის ტკივილი“ გახდა ის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო ბარიერის გადასალახავად ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღეს. მაშინ ცხარე კამათი მქონდა სააკაშვილთან, რომლისგანაც კატეგორიულად მოვითხოვდი, ყველაფერი ეღონა იმისათვის, რომახალ მემარჯვენეებს“ (რომლებსაც მაშინ სხვა ოპოზიციონერებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ) აუცილებლად გადაელახათ საჭირო პროცენტული ბარიერი და პარლამენტში შესულიყვნენ!

მახსოვს სააკაშვილის სიტყვები, რომელსაც არ სურდა პარლამენტშიახალი მემარჯვენეებისმოხვედრამრეწველთა პარტიისწარმომადგენლებთან ერთად: შენ, რა, არჩევნების გაყალბებას მთავაზობ?! „ახალმა მემარჯვენეებმახომ ბარიერის გადასალახავად ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვეს?!“ და მაშინ, პირველად ჩემს სიცოცხლეში, ვთქვი: დიახ, თუკი საჭიროა! ამ შემთხვევაში არჩევნების ფალსიფიკაცია და ხმებიპროცენტების მომატება ოპოზიციური პარტიებისათვის ცოდვა არ არის, რადგან ეს ხელს შეუწყობს დემოკრატიზაციის პროცესს!“ კიდევ დავძინე, რომ გადაჭრით უარს ვამბობდი ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარეობაზე.

ახლაც შემიძლია ვთქვა – ჩემი დიდი დამსახურებაა, „ახალი მემარჯვენეები“ და „მრეწველები“ მაშინ პარლამენტში რომ მოხვდნენ. დავძენ, რომ შემდგომში, როცა „ახალი მემარჯვენეები“ მაკრიტიკებდნენ (სხვათა შორის, კრიტიკა ყოველთვის ობიექტური როდი იყო), როცა ჩემს კაბინეტში სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობდნენ, რაც შემდეგ, გაურკვეველი მოტივებით ბურჯანაძის გადადგომის მოთხოვნით შეცვალეს (რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში, ორი თვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნების გამო ისედაც გადადგებოდა!), მიხეილ სააკაშვილმა და გიგა ბოკერიამ არაერთხელ შემახსენეს ჩემი „დამსახურებები“ „ახალი მემარჯვენეების“ წინაშე. თუმცა დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი იმჟამინდელი გადაწყვეტილებამხარი დამეჭირა პარლამენტში ოპოზიციური პარტიის შესვლისთვისერთადერთი მართებული იყო, რადგან ის პარლამენტი, მართალია, „დემოკრატიის მოდელსარ წარმოადგენდა, მაგრამახალი მემარჯვენეებისგარეშე კიდევ უფრო უარესი იქნებოდა.

რაც შეეხება 2008 წლის არჩევნებს – დიდი ეჭვი არსებობს მის სამართლიანობასთან დაკავშირებით, თუმცა მაშინ, სამწუხაროდ, ოპოზიციამ უკან დაიხია. მაშინ ვიცოდი, რომ მეორე ტური უნდა შემდგარიყო, მაგრამ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ელემენტარულად ვერ შეძლეს თავიანთი ბიულეტენების დაცვა ადგილებზე და ფორმალურად მე დამიდეს სასამართლოებისა და ცესკოს დასკვნები, რომელთა ანულირებაც, ცხადია, არ შემეძლო. რა დასამალია, მაშინ მსოფლიო თანამეგობრობაც მტკიცედ გვიჭერდა მხარს და თქვენ, როგორც გამოცდილ ჟურნალისტს, ალბათ, გახსოვთ ჩემი არაერთი განცხადება, რომ პირადად მე და მსოფლიო თანამეგობრობამაც დიდი შეცდომა დავუშვითროცა ჩვენ ყველამ ვიცოდით, სამართლიანობა მეორე ტურის გამართვას მოითხოვდა, მაგრამ არჩევანი სტაბილურობის სასარგებლოდ გაკეთდა! ეს დიდი შეცდომა იყო იმიტომ, რომ არ არსებობს რეალური სტაბილურობა დემოკრატიის გარეშე, დემოკრატიის გარეშე სტაბილურობა ავტორიტარიზმს წააგავს, სადამდეც, სამწუხაროდ, მოვედით კიდეც. და ყველა ჩვენგანი, მათ შორის, მეც, ამის საფასურს ვიხდით.

. .: კვლავ არჩევნების თემას მივუბრუნდები. ეს-ესაა ბრძანეთ: „2004 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, როცა სააკაშვილი აირჩიეს, არ გაყალბებულაისინი იდეალური იყო“. და ის ფაქტი, რომ კონსტიტუცია უხეშად დაარღვიეთ, როცა არჩევნები მხოლოდ ნაწილობრივ, მაჟორიტარების ნაწილში, გაყალბებულად გამოაცხადეთ, ხოლო პროპორციული სისტემით მიღებული შედეგები ძალაში დატოვეთ, – ეს სწორი იყო?!

. .: პრინციპში, რა თქმა უნდა, სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება სადავოა, თუმცა ეს ჩემი პირადი კი არა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო. გულწრფელად გეტყვითმაშინ მხარი დავუჭირე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიმაჩნია, რომ სავსებით მართალი ვიყავი! რადგან სრულებით ნათელი იყო, რომ თუ მაჟორიტარული სისტემითაც ახალი არჩევნები გაიმართებოდა, „ნაციონალური მოძრაობაყველა ოლქში ხმათა 100 პროცენტს მიიღებდა! მიუხედავად იმისა, რომ მაშინ „რევოლუციურ გუნდს“ წარმოვადგენდი, მართებულად არ მიმაჩნდა პარლამენტში მხოლოდ ჩვენი შესვლა. პლურალიზმს პარლამენტში პრინციპულად მნიშვნელოვნად ვთვლიდი და მესმოდა, რომ თუ სააკაშვილის რადიკალურ გუნდს მეტისმეტად დიდი ძალაუფლება ექნებოდა, მისი გაკონტროლება უაღრესად გართულდებოდა და ვიმედოვნებდი, რომ დეპუტატები, რომლებიც სააკაშვილის გუნდს (ან, თუნდაც, ჩემსას!) არ მიეკუთვნებოდნენ, პარლამენტში გარკვეული ბალანსის შეტანას შეძლებდნენ. (ნინო ბურჯანაძესთან იმის გარკვევა, თუ როგორ შეიძლება ერთდროულადერთიანი რევოლუციური“, თუნდაც, „რადიკალური სააკაშვილისგუნდის წევრი იყო და, ამავე დროს, საკუთარი ცალკე გუნდი გქონდეს, აზრსმოკლებულად მივიჩნიე. – . .).

ახლაც, იმავე სიტუაციაში რომ აღმოვჩენილიყავი, ერთმნიშვნელოვნად მხარს დავუჭერდი იმ გადაწყვეტილებას! ვიმეორებშესაძლოა, სამართლებრივი კუთხით ეს მთლად სწორი არ იყოს, მაგრამ პოლიტიკური რეალიებიდან გამომდინარე, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დაგვეხმარა დანაცმოძრაობისგაკონტროლება და დაბალანსება მაინც მეტად ძნელი გახდა.

აქ, ვფიქრობ, საბედისწერო შეცდომა დაუშვა ბატონმა ზურაბ ჟვანიამ, რომელმაც ჩემთან შეუთანხმებლად პარტიაგაერთიანებული დემოკრატებისანულირება მოახდინა და ამით, პრაქტიკულად, კარტ-ბლანში მისცანაციონალურ მოძრაობას“. მაშინ ვუთხარი ბატონ ჟვანიას, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან ძვირად დაგვიჯდებოდა, რაც, სამწუხაროდ, მოხდა კიდეც...

..: 26 მაისის თემას გავაგრძელებ: მიმდინარე წლის 26 მაისის დილას პუბლიკაციაში და წვიმა ყველა ნაკვალევს შლის...“, ასევე, ამა წლის 10 ივნისს საქართველოში აშშ-ის ელჩ ჯონ ბასისადმი მიმართვის ღია წერილში, რომელიც საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ საიტზე www.saqinform.ge გამოქვეყნდა, მომხდარის ჩემეულ ვერსიას განვიხილავ, რომელიც მდგომარეობს შემდგომში: „2011 წლის 26 მაისს აშშ-მა, ისევე, როგორც 2008 წლის 8 აგვისტოს, კიდევ ერთხელ უგანა სააკაშვილს, რომელიც მისი ამბიციების გამო აშშ-თვის ხელსაყრელი აღარ არის. ამიტომ ვაშინგტონმა სასწრაფოდ უნდა მოახდინოს მიშას დისკრედიტაცია, რათა საქართველოში რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს. ამისათვის საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლის იუბილეზე სააკაშვილს საკუთარი ხალხის სისხლის დაღვრისკენ უბიძგეს, რითაც მის წინააღმდეგსასიკვდილოკომპრომატი შექმნეს. ამგვარად, აშშ-მა სააკაშვილთან ვაჭრობის საგანი იგდო ხელთ: მაგალითად, 26 მაისის სპეცოპერაციისთვის პასუხისგებაში მიუცემლობის დაპირების სანაცვლოდ, საქართველომ ხმა უნდა მისცეს ВТО-ში რუსეთის გაწევრებას, რაც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობისგადატვირთვისმნიშვნელოვანი კომპონენტია“.

კითხვა: ქალბატონო ნინო, თქვენ გაუცნობიერებლად მოქმედებდით, როცა თქვენი მცირერიცხოვანი მომხრეების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდით და ვაშინგტონის ადმინისტრაციას ზემოხსნებული გეგმის განხორციელებაში ეხმარებოდით, თუ ბურჯანაძე რამდენიმე ათასი მომიტინგით სერიოზულად აპირებდა მის მიერვე მოყვანილი მოქმედი ხელისუფლების დამხობას?

. .: მე არასოდეს ვმოქმედებ გაუცნობიერებლად!!! პატარა ბავშვი არ ვარ, პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი გახლავართ და გაუცნობიერებლად არ ვმოქმედებ!!! ხოლო ამგვარი ვაჭრობა, ისევე, როგორც მასზე საუბარი, უადგილოა და ამაზე არ ვილაპარაკებ. მიტინგის დარბევამდე 3 საათით ადრე საქართველოში აშშ-ის ელჩის ცნობილ განცხადებას რაც შეეხება, საუკეთესო შემთხვევაში, ეს დიდი შეცდომა იყო.

და საერთოდ, მოდი, ერთხელ და სამუდამოდ თავი დავანებოთ შეთქმულების თეორიასრუსეთის, აშშ-ის, ჩინეთის, მარსელების და . . მოდი, ერთხელ და სამუდამოდ, ქართველებმა ვისწავლოთ საკუთარი საქმის ჩვენივე ხელით კეთება! ჩვენ მუდამ ამერიკის იმედი გვაქვს, მუდამ რუსეთს ვადანაშაულებთ ჩვენს უბედურებებში – მოდი, ჩვენს უბედურებებში საკუთარი თავი დავადანაშაულოთ და ისე მოვიქცეთ, რომ ჩვენი წარმატებები ჩვენსავე საქმეებზე იყოს დამოკიდებული! მხოლოდ ამ შემთხვევაშ მივაღწევთ წარმატებას.

. .: მაგრამ, განა თქვენ პირადად არ იცნობთ თქვენს ყოფილ თანამოაზრეებს“ (თუკი შეიძლება ასე ვუწოდოთ)“ – ახლო მეგობრებს, საქართველოს დღევანდელ ხელმძღვანელობას, არ იცოდით, რომ ვანო მერაბიშვილი შევარდნაძის გამყიდველ ძალოვანებს არ ჰგავდა?! განა იმ ტრაგიკულ ღამეს არ იცოდით ის, რაც მთელმა საქართველომ იცოდა?! კერძოდ კი, ის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი აუცილებლად დაარბევდა მიტინგს, რათა დილით რუსთაველის გამზირზე სამხედრო აღლუმი გამართულიყო?! ნუთუ თქვენს მეუღლეს – გენერალ ბიწაძეს, ერთი მეგობარიც კი არ დარჩა შსს-ის, ვინც გააფრთხილებდა, რომ იმ დღეს „მაღალი დონის“ თათბირზე გაიცა განკარგულება – არ დახოცონ, მაგრამ სამაგალითოდ გაუსწორდნენამ ბურჯანაძისმომხრეებს?!

. .: არ დარჩა!

. .: და სად გაქრნენ იმ ღამეს თქვენი „ერთგული“ მოღალატენი – ყოფილი სამხედროები, რესტორნებში ხელისუფლების სამხედრო გზით ჩამოგდების გეგმებზე რომ მასლაათობდნენ, რაც ტელევიზიით გვიჩვენეს?!

. .: მცდარი ინფორმაცია გაქვთ ან შეგნებულად ამახინჯებთ!!! ჩვენს მომხრეთა შორის არ იყვნენ სამხედროები, რომლებიც სამხედრო გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე ბჭობდნენ! რომელი სამხედროები?! აკბათ. მათში გეშლებით, ტყეში რომ დააკავეს და ჩვენთან არაფერი აკავშირებდათ!

. .: გენერალი უჩავა?

. .: გენარალი უჩავა არასდროს ყოფილა სამხედრო ფორმაში და, მით უფრო, სამხედრო გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე არ უსაუბრია!

. .: განა ის ყოფილი სამხედრო არაა?

. .: ყოფილი სამხედროები საქართველოს მოქალაქეები აღარ არიან?! ყოფილ სამხედროდ ყოფნა დანაშაული არაა!

. .: არასწორად გამიგეთ. არ გიმტკიცებთ, რომ შსს-ის ფარული ვიდეოგადაღების ყველა კადრი, რაც ტელევიზიით გვიჩვენეს, დამონტაჟებული არ არის. მე ეს, უბრალოდ, არ ვიცი.

. .: ვერც შეძლებთ, რომ დამიმტკიცოთ, იმიტომ, რომ ეს რეალობაა!

. .: კეთილი. მაშ, სად გაქრნენ თქვენი „შეფიცულები“, თეატრალურად რომ იფიცებოდნენ – დავიხოცებით, მაგრამ არ დავნებდებითო?!

. .: ისინი ბოლომდე იდგნენ! ნახეთ კადრები.

. .: ყველაფერი ძალიან სწრაფად დასრულდა...

. .: რა თქმა უნდა, სწრაფად დასრულდა! სხვაგვარად როგორ დასრულდებოდა, როცა 4 ათასზე მეტი სამხედრო დაგვიპირისპირდა?! მოდი, ასე ვთქვათ: ჯერ ერთი, მგონია, რომ კითხვებს არაკორექტულად სვამთ. იმიტომ, რომ თქვენს კითხვებში ობიექტურობა არ ჩანს. თქვენი მტკიცე, მკაფიო და კონკრეტული პოზიცია გაქვთ და კითხვებსაც ამ პოზიციიდან გამომდინარე სვამთ! 25 და 26 მაისს ბურჯანაძემ კი არ მოატყუა ხალხი, ბურჯანაძემ კი არ უთხრააქ უნდა ვიდგეთ და არაფერიც არ მოხდებაო! ხალხმა ეს გადაწყვეტილება ჩვენთან ერთად მიიღო. 21-ში, 22-ში, 23-ში, 24-ში და 25-შიც იცოდნენ, რომ ძალიან სერიოზული რეჟიმის წინააღმდეგ მოგვიწევდა ბრძოლა და გვესმოდა, რომ მიტინგსაც დაარბევდნენ. მერედა, რა?! საბერძნეთში ყოველდღე არბევენ მიტინგს, მერედა რა?! ხალხი ბრძოლას მაინც განაგრძობს! ყოველდღე მიტინგს არბევენ საფრანგეთში, ესპანეთში, სხვა ქვეყნებში და მერედა რა? თუკი იბრძვი, მზადაც უნდა იყო იმისათვის, რომ გაზსაც ჩაყლაპავ, რეზინის ტყვიასაც მიიღებ და თავშიც მოგხვდება! თუმცა, ბუნებრივია, არავინ მზად არ იყო იმისათვის, რომ ჩვენი ხელისუფლება და სპეცრაზმი სასიკვდილოდ სცემდა ადამიანებს და ლიკვიდაციის, მათ შორის, ჩემი ლიკვიდაციისაც, განკარგულებას გაცემდა! ვერავინ იფიქრებდა, რომ ქართული პოლიცია, სპეცრაზმი უფრო სასტიკი იქნებოდა, ვიდრე საბჭოთა სპეცრაზმი 1989 წელს.

. .: თქვენი ლიკვიდაციის ბრძანება გაიცა?

. .: მქონდა ასეთი ინფორმაცია, რომელიც თავიდან ვერ დავიჯერე, თუმცა, როცა დავინახე, როგორ გვეძებდნენ და მოედნის დატოვებისას გზასაც გვიკეტავდნენ, როცა სახლში, სადაც ჩემმა დაცვამ ჩემი ევაკუირება მოახდინა, სპეცრაზმი შემოვარდა და ყველაფერი დალეწა (ჩვენ მიერ სახლის დატოვებიდან 5 წუთში), დავიჯერე, რომ გაიცა განკარგულება ან ინვალიდობამდე ცემის, ან მოკვლის! ამით სააკაშვილი ჩემი სახით თავის ტკივილსიცილებდა.

კიდევ ერთხელ მინდა, ვთხოვო ყველა ჟურნალისტს: ნუ დააკნინებთ იმ ადამიანების როლს, რომლებიც მაშინ შეგნებულად იდგნენ მოედანზე! მიუხედავად იმისა, რომ ხედავდნენ, როგორ მოვიდა ჯერ მერიის წარმომადგენელი (და მათ მშვენივრად ესმოდათ, ეს რას ნიშნავდა!), მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხედავდნენ მოახლოებულ სპეცრაზმს, და მეც გამოვაცხადე მიკროფონით, რომ მიტინგის დარბევა იყო მოსალოდნელი (რაზეც მაშინ პატრიარქთანაც ვილაპარაკე), იქიდან ფეხი არავის მოუცვლია! ესსახალხო კრებისაღმასრულებელი საბჭოს საერთო გადაწყვეტილება იყო და 6-თვიანი მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობისას ადამიანები მხოლოდ ერთს გვეუბნებოდნენ: ოღონდ არ მოგვატყუოთ, ოღონდ არ გაგვიშვათ სახლებში! მოდი, ჩვენი თავგანწირული ბრძოლით სხვა ქართველებს მაგალითი ვუჩვენოთ, რომ ქუჩებში უშიშრად გამოვიდნენ!“ და როცა დარბევამდე 20 წუთით ადრე, დაახლოებით 11 საათსა და 40 წუთზე, სცენიდან ჩამოვედი და ხალხში გავიარე, მითხრეს: ქალბატონო ნინო, ვიცით, რომ მოგვხვდება, მაგრამ არა უშავს, კაცები ვართ, გავუძლებთ! მთავარია, ქალები და ლიდერები იყვნენ უსაფრთხოდ, რომ ბრძოლა გაგრძელდეს!“

თუმცა არავინ, მათ შორის, მეც, არ მოელოდა ასეთ სისხლიან ანგარიშსწორებას, და საქმე აქ უპასუხისმგებლობაში კი არა, იმაშია, რომ მე, ნინო ბურჯანაძე, გონიერი ადამიანი ვარ! გონიერი ადამიანები კი არ მიიღებდნენ ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც იმ ღამეს მიიღეს და რომელიც სააკაშვილს ძალიან ძვირად დაუჯდება! სააკაშვილი იდაყვებს დაიკბენს იმ სადამსჯელო ოპერაციის გამო, რომელიც 26 მაისს ჩაატარა!

რაც შეეხება „შეფიცულთა“ რაზმებს, ძალზე სამწუხაროა, რომ ბატონი უჩავა უღირსი კაცი გამოდგა, ასეთი სამხედროც შეიძლება იყოს და არასამხედროც...

თქვენ ჩანაწერები ახსენეთ: ეს-ესაა მივიღე ინფორმაცია, რომ მიუხედავად ჩვენი ადვოკატის მოთხოვნისა – წარმოგვიდგინონ სრულად, კუპიურების გარეშე, ყველა ვიდეო და აუდიოჩანაწერი, რომლებიც ტელევიზიით იქნა ტრანსლირებული და რომლებიც, ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევით, საგამოძიებო ორგანოებისგან წინა კვირას ვერ მივიღეთ, ახლა უკვე სასამართლოც, კანონის სრული დარღვევით, მათ წარმოდგენაზე უარს გვეუბნება. ამ ადამიანების გონებაჩლუნგობა მაკვირვებს! ამ უარით ხომ აღიარეს, რომ ეს მასალები მართლაც ფალსიფიცირებული იყო! ანუ, ორი-სამი საუბრიდან ამოჭრეს კადრები, მოახდინეს მათი მონტაჟი და ხალხს მათი ნახვისა და მოსმენის საშუალება მისცეს!

კიდევ ერთხელ მინდა, მოგმართოთ თხოვნით – ნუ ამოსვრით ლაფში ყველა „შეფიცულს“! დიახ, იქ იყვნენ მოღალატეებიცა და აგენტებიც, მაგრამ არა ყველაამ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის ღირსეული მებრძოლი აღმოჩნდა, მათ საკმარისად მძლავრად შეაკავეს სპეცრაზმის შემოტევა და სწორედშეფიცულთაგამძლეობის წყალობით, მსხვერპლის რიცხვი გაცილებით მეტი არ აღმოჩნდა.

..: ამ კითხვის დასასრულ მინდა, გკითხოთ: რატომ მოხდა, რომ 21 მაისს თავისუფლების მოედანზე შეკრებილებმა შემდეგ „თავაზიანად“დატოვეთ იქაურობა და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ გაემართეთ? რატომ დაუჯერეთ ეროსი კიწმარიშვილს და თქვენს ისედაც დეზორიენტირებულ მომხრეებს თავგზა კიდევ უფრო აუბნიეთ?

. .: რაც შეეხება თავისუფლების მოედანს – რა აზრი ჰქონდა იქ დარჩენას? იქ 30 ათასი კაცი მოვიდა, ეს რიცხვი სხვა სახელმწიფოების მოსახლეობას პროპორციულად შევადარე და მივიღე 500 000 – საფრანგეთში, 400 000 – საბერძნეთში, მილიონ-ნახევარი – რუსეთში და ა. შ. 30 000 ასეთი ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, მაშინ, როცა მანამდე სამი დღით ადრე ხალხი დააპატიმრეს, ავტობუსები, მიკროავტობუსები და პირადი ავტომანქანები წაართვეს, დაკეტეს მეტრო, არ იყიდებოდა ბილეთები დასავლეთ საქართველოდან მომავალ მატარებლებზე – ძალიან ბევრია! მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანისაზოგადოებრივი მაუწყებლისეთერში მოხვედრა იყო, რათა ადამიანებს სიმართლე გაეგოთ და განგვემარტა, რისთვის ვიბრძოდით! ყველა ჩვენი ბანერი, რომლებზეც ეწერა: „ჩვენ ვიბრძვით სამართლიანი სასამართლოსთვის!“, „ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი სამართლიანი არჩევნებისათვის!“, „ჩვენ ვიბრძვით პრესის თავისუფლებისათვის!“, პოლიციამ მოიპარა და დაგვიტოვა მხოლოდ ის ბანერები, სადაც ეწერა: „მიშა უნდა წავიდეს!“. ამით სააკაშვილი ცდილობდა, ხალხი დაერწმუნებინა, რომ „სახალხო კრება“ და ბურჯანაძე მარგინალები არიან, რომლებიც მხოლოდ საკუთარი პოსტებისთვის იბრძვიან, რომლებსაც მარტო სურთ, რომ მიშა წავიდეს, რეალურად კი მათ არაფერს სთავაზობენ.

მეტსაც გეტყვითგვქონდა გეგმა: 50 000 კაცი რომ მოსულიყო, მათ ნაწილს თავისუფლების მოედანზე დავტოვებდით, დანარჩენ ხალხს კისაზოგადოებრივი მაუწყებლის“, „რუსთავი 2“-ისა დაიმედისშენობებთან გადავანაწილებდით, რათა გვეიძულებინა ისინი (ამ შენობებში შევარდნისა და მათი აღების გარეშე) – ობიექტური ინფორმაცია ეჩვენებინათ. დამეთანხმებით, შევარდნა რომ გვნდომოდა, 7-10 ათასი კაცი სავსებით საკმარისი იქნებოდასაზოგადოებრივი მაუწყებლისშენობის ასაღებად, მაგრამ ეს არავის დაუგეგმავს. მრავალრიცხოვანი ხალხით პროტესტის გამოხატვა და ხელისუფლების მხრიდან დათმობებზე წამოსვლის მიღწევა გვსურდა.

აღმაშფოთა ოპოზიციის ერთმა ლიდერმა, რომელმაც განმიცხადა: ქალბატონო ნინო, „სახალხო კრებასრა, ხალხის იმედი ჰქონდა?! დაგეგმილი არ განახორციელეთ იმიტომ, რომ საკმარისი ხალხი არ მოვიდა?!“ რა თქმა უნდა, – მივუგე მე, – აბა, ვისი იმედი უნდა გვქონდეს, თუ არა ხალხის?!“ ვინმეს სერიოზულად ჰგონია, რომ ჩვენ შეიარაღებული ფორმირებების, „გე-რე-“- იმედზე ვიყავით?! ჩვენ მხოლოდ ხალხის, მისი მრავალრიცხოვნობის იმედი გვქონდა, აკისახალხო კრებისსლოგანია – „ძალა ხალხშია!“ ჩვენ სულ გავიძახოდით მიტინგებზე: თუ საკმარისი რაოდენობის ხალხი მოვა – სააკაშვილი იძულებული შეიქნება, წავიდეს, ხოლო თუ არ მოვა, ბრძოლას მაინც გავაგრძელებთ, თუმცა ის მძიმე იქნება. ტერორს რომ არ ჰქონოდა ადგილი, 50 ათასზე მეტი კაცი მოვიდოდა. მაგალითად, 24 მაისს მე, პირადად, მომიხდა სუპერმარკეტში წასვლა და ხალხისთვის წყლის ყიდვა. იქ ნახევრად მშიერი ხალხი იდგა, რადგან ყველა, ვინც წყალზე, ორცხობილაზე ან ბუტერბროდებზე გავუშვით, უბრალოდ, გაუჩინარდნენ და როგორც შემდგომ შევიტყვეთ, ისინი პოლიციამ დააკავა ავტომანქანებიან-სანოვაგიანად! ასეთ სიტუაციაში, რასაკვირველია, იმის იმედად ყოფნა, რომ უფრო მეტი ხალხი მოვიდოდა, არ შეიძლებოდა.

რაც შეეხება თქვენს კითხვასქართული პარტიისთაობაზედიახ, სავსებით მართალი ხართ: ისინი ჯერ შემოგვიერთდნენ და მართალაც რომ უზნეოდ მოიქცნენ, როცა აქციაზე მოსულებმა დაუკითხავად დააანონსესსახალხო კრებასთანერთობლივი 25 მაისის აქცია, ხოლო შემდეგ, კვლაც ჩვენთან შეუთანხმებლად, გამოვიდნენ და გააუქმეს იგი! ჩინებულად გახსოვთ, ამის შემდეგ პირდაპირ ეთერზე ხელი აღარ მიგვიწვდებოდა, ხოლო ცენტრალური ტელეარხები 25 მაისის აქციის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ატრიალებდნენ და ბევრმა ადამიანმა, ვინცქართულ პარტიასუკვესახალხო კრებისნაწილად აღიქვამდა, ვეღარ გაიგო, უნდა მოსულიყო თუ არა. მიუხედავად ამისა, 15 ათასი კაცი მოვიდა (ნინო ბურჯანაძის მიერ მოყვანილ ციფრებზე მსჯელობა აზრსმოკლებულად მივიჩნიე. – . .).

. .: ფიგურირებს აზრი, რომ „ქართული პარტია“ მხოლოდ ბურჯანაძის პარტიისა და „სახალხო კრების“ საპირწონედ შეიქმნა, ამიტომ შემდგომ, თქვენი ფიასკოს მერე, რაკიღა თავისი მთავარი ამოცანა შეასრულა, ის დაიშალა კიდეც.

. .: ერთმნიშვნელოვნად! ერთმნიშვნელოვნად! „ქართული პარტიამთლიანად ახდენდა ჩვენი მოქმედებების დუბლირებას, აბნევდა მოსახლეობას იმის წყალობით, რომ მედია არ გვყავდა, უაღრესად ნეგატიური როლიც შეასრულა!

. .: 2009 წლის თებერვალში, „РИА НОВОСТИ“-თვის ინტერვიუში შემდეგი კითხვა დაგისვით: ქალბატონო ნინო! საერთაშორისოკვარტეტის“ – გაერო, ევროკავშირი, აშშ და რუსეთიგარანტიების პირობებში სახელმწიფო ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის მითია თუ გარკვეული აზრის მქონე, ისევე, როგორც ფინეთის, შვედეთისა და შვეიცარიისთვის? ნატოს წევრობის შემთხვევაში, ხომ არ გადავიქცევით ისლამური ფუნდამენტალიზმის სამიზნედ?“ რაზეც თქვენ, კერძოდ, მიპასუხეთ: საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ორგანიზაცია ხელს უწყობს არა მარტო უსაფრთხოებას, არამედ წევრი ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებასაც. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შედიან ქვეყნები, რომლებიც პატივს სცემენ განვითარების დემოკრატიულ პრინციპებს! რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, ეს გამოსავალი არაა... საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი არარეალურია, რადგან ის ვერ გადაწყვეტს მის წინაშე წამოჭრილ ვერცერთ პრობლემას. ყოველთვის, როცა სიტყვა საქართველოს ნატოში გაწევრებაზე ჩამოვარდება, რუსეთში ოპონენტები ცდილობენ ნატოსგან საფრთხობელას შექმნას და ავიწყდებათ, რომ რუსეთის უახლოესი მეზობლებიბალტიისპირეთი, პოლონეთი და სხვა სახელმწიფოები, ნატოს წევრები არიან, თუმცა რუსეთს არაფრით ემუქრებიან. ეს ყველაფერი ამეჭვებისრეალურ კი არა, ემოციურ-პროპაგანდისტულ ხასიათზე უფრო მეტყველებს. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა: ნატოში საქართველოს გაწევრება არაფრით ემუქრება რუსეთს, პირიქით, საქართველოს სახით უფრო სტაბილური და დემოკრატიული მეზობლის ყოლა ყველასთვის ხელსაყრელია“.

კითხვა: ქალბატონო ნინო, დღესაც მიგაჩნიათ, რომ ნატო საქართველოსთვის არის “safe border” (უსაფრთხო ნავსაყუდელი) და ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში გაწევრებისკენ, რომელიც სადაცაა თავისით დაიშლება? სახელმწიფო და სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკა თქვენ უგულებელყავით, ნატოში არ მიგვიღეს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დავკარგეთ, საქართველო დღეს არის საყოველთაოდ აღიარებული „failed state” (არშემდგარი სახელმწიფო), სამაგიეროდ, ქართველი ბიჭები იღუპებიან ავღანეთში, სადაც უსაფრთხოების მხარდაჭერის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) ყველაზე პატარა საქართველოს მომავალი წლიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი სამხედრო კონტინგენტი ეყოლება...

ამ ყველაფერს იწონებთ და უწინდებურად მიგაჩნიათ, რომ ნატო, რომელმაც ბელგრადი კასეტური ბომბებით დაბომბა, ხოლო ამ წუთებში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ბომბავს ლიბიას, სადაც უკვე ორი თვეა, ათასობით უდანაშაულო ადამიანი იღუპება, ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს არა მარტო წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას, არამედ მათ დემოკრატიულ განვითარებასაცდაჩრდილოატლანტიკურ კავშირში შედიან ქვეყნები, რომლებიც განვითარების დემოკრატიულ პრინციპებს სცემენ პატივს“?

. .: საქართველოს უდავოდ ჰქონდა ნატოს წევრობის შანსი, თუმცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის პერსპექტივა სააკაშვილმა 2008 წელს მოგვისპო. და მე უწინდებურად არ მიმაჩნია, რომ საქართველოს ნატოში გაწევრება აუცილებლად ხელს შეუშლიდა ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაციას რუსეთთან, რადგან არსებობს ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და ნატოს სხვა წევრების მშვენიერი მაგალითები, რომლებსაც ძალიანაც ნორმალური ურთიერთობები აქვთ რუსეთთან. თუმცა დღეს, რამდენიც უნდა ილაპარაკონ ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა ნატოში საქართველოს გაწევრების პერსპექტივაზე, ამის შანსი მაინც არ გვაქვს, მით უფრო, როცა რუსული ტანკები თბილისიდან 20 წუთის სავალზე დგანან.

რაც შეეხება ლიბიის დაბომბვასსწორადაც იქცევიან! ვთვლი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ლიბიის სიტუაციაში უფრო ადრეც უნდა ჩარეულიყო, რადგან, როცა კადაფიმ ყველას დაანახვა, რომ ჭკუიდან შეიშალა, ხალხი უნდა დაეცვათ! განა 21-ე საუკუნეში საერთაშორისო თანამეგობრობამ თვალი უნდა დახუჭოს იმაზე, რომ ხალხს, ელემენტარულად, თავისუფალ და ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების საშუალება არ აქვს და 30 წლის განმავლობაში ემორჩილება ერთ შეშლილს, რომელიც ტელეფონით გასცემს საკუთარი ხალხის დაბომბვის ბრძანებას?!

. .: უკაცრავად, განა ლიბიის მთელი მოსახლეობა – კადაფის მოწინააღმდეგეა? განა მას მომხრეები არ ჰყავს?!

. .: რამდენი მომხრეც არ უნდა ჰყავდეს პრეზიდენტს, მას უფლება არ აქვს, საკუთარი ხალხი დაბომბოს! უნდა ჩატარებულიყო თავისუფალი ვადამდელი არჩევნები და თუ ხალხი გადაწყვეტდა, რომ კვლავაც სჭირდება კადაფი, მაშინ ხმათა უმრავლესობით აირჩევდა! დიქტატორს ყოველთვის შეუძლია დაამტკიცოს, რომ მხარს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს! ჩვენ საბჭოთა კავშირის ხანაშიც გვიმტკიცებდნენ, რომ უმრავლესობა კომუნისტური პარტიის მხარდამჭერი იყო! ესაა სწორედ დიქტატურის არსი.

ნუთუ 21-ე საუკუნეში ვინმეს ჰგონია, რომ ერთმა და იმავე, თუნდაც – არაჩვეულებრივმა კაცმა, 30 წელიწადს უნდა მართოს ქვეყანა?! ამასთან, დაწეროს „მწვანე წიგნი“, რომლის მიხედვითაც ხალხს ცხოვრებას აიძულებს?! წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ, როგორც მითხრეს, იქ არის საინტერესო მომენტები, მაგალითად – მუსლიმანების დამოკიდებულების თაობაზე ქალების მიმართ, რომლებიც, ავტორის აზრით, მეტ თავისუფლებასა და პატივისცემას იმსახურებენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველამ კადაფის პრინციპებით უნდა იცხოვროს! ვინ მისცა რომელიმე ლიდერს უფლება, 30 წლის განმავლობაში ხალხს თავს მოახვიოს საკუთარი ნება და კანდიდატურა?!

. .: და ვინ მისცა ნატოს უფლება, ლიბია დაბომბოს?! იქ ხომ იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობაცა – კადაფის მომხრეებიც და ოპოზიციაც, არმიაც და მეამბოხეებიც! ვინ მისცა ნატოს სუვერენული სახლმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება?!

. .: ნატოსაერთაშორისო ორგანიზაციაა და მიმაჩნია, რომ სწორად მოიქცა! როცა შეშლილის დაშოშმინება გიწევს, ყოველთვის იღუპება მშვიდობიანი ხალხიც. არაფერი გაეწყობა, სხვაგვარად, უფრო მეტი მსხვერპლი იქნებოდა.

იცით, რა იქნებოდა სწორი?! სწორი იქნებოდა, მსოფლიო თანამეგობრობას (მათ შორის, ნატოს წევრ ქვეყნებს) 30 წლის განმავლობაში თვალი არ დაეხუჭა იმაზე, კადაფი თანდათანობით ტირანად იქცეოდა! თვალი არ დაეხუჭა იმაზე, რომ მუბარაქი, რომელმაც თავისი ცხოვრებითა და ბევრი თავისი საქციელით ნამდვილად იმსახურებდა პატივისცემას, თანდათან დიქტატორად გარდაიქმნებოდა! ამ თვალსაზრისით ძალიან მომეწონა ევროკომისარ ფულეს სიტყვები, რომელმაც ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიო თანამეგობრობის შეცდომა იყო, რადგან ისევ და ისევ საეჭვო სტაბილურობის გამო ადამიანები თვალს ხუჭავდნენ იმაზე, რომ ეგვიპტეში, ლიბიაში, ტუნისსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში – ასობით პოლიტპატიმარია, რომ რეჟიმის მოწინააღმდეგე ადამიანები უკვალოდ უჩინარდებიან, რომ ხალხს, ელემენტარულად, არჩევანის უფლება არ აქვს. და მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიო თანამეგობრობას ამაზე თავლი რომ არ დაეხუჭა, იქამდე არ მივიდოდა, რაც ახლა ლიბიაში ხდება.

. .: თქვენ ხომ გესმით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ამაზე თვალს ფინანსური ინტერესების გამო ხუჭავდა?!

. .: ჰოდა, ვამბობ, რომ ეს არასწორი იყო! რაც შეეხება სახელმწიფო ნეიტრალიტეტის პოლიტიკასდიახ, დღესაც ვიმეორებ, რომ ის არარეალურია საქართველოსთვის მისი გარემოცვის გამო. სხვაგვარად, სახელმწიფო ნეიტრალიტეტის პოლიტიკა ნებისმიერი პატარა სახელმწიფოსათვის, სამართლებრივი თვალსაზრისით, ძალიან მიმზიდველია. მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს გეოსტრატეგიული მდგომარეობა ნეიტრალურ სტატუსზე რეალური საუბრის საშუალებას არ იძლევა.

. .: კვლავაც შეგახსენებთ თქვენს ზემოხსენებულ ინტერვიუს "РИА НОВОСТИ" - თვის და ორიოდ ციტატას მოვიყვან: არცთუ დიდი ხნის წინათ, როცა მოსკოვის ქუჩებში მივაბიჯებდი, შეგრძნება მქონდა, რომ მტრულ სახელმწიფოში ვიმყოფებოდი. და ეს განცდა ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყოეს ვუთხარი კიდეც, სამწუხაროდ, იმ მცირეთაგან ერთ რუს პოლიტიკოსს, რომლებიც გულწრფელად ცდილობენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში გარკვევას. მოდი, ასე ვთქვათ: არც მტრები ვართ და არც მეგობრები... მაგრამ კომფორტულად რუსეთსა და მოსკოვში თავს მანამდე ვერ ვიგრძნობ, სანამ ჩემი ქვეყნისთვის ყველაზე რთული საკითხები არ გადაწყდება, სანამ რუსეთი, რომელსაც შეეძლო აფხაზური და სამხრეთოსური პრობლემების დარეგულირების ხელშეწყობა, არაფერს აკეთებს ამისათვის და ზოგჯერ პირიქითაც იქცევა! ვიმედოვნებ, რომ რუსეთში არჩევნებისა და ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ შესაძლებელი იქნება კურსის შეცვლა, მით უფრო, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა (მიხეილ სააკაშვილმა. – ა. ხ.) თავად შესთავაზა ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე აქტიური და რეალური მუშაობა“.

ქალბატონო ნინო! როგორც ხედავთ, რუსეთში ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებული თქვენი იმედები არ გამართლდა – პრეზიდენტი პუტინი პრეზიდენტმა მედვედევმა შეცვალა, თუმცა რფ-ის კურსი და მისი დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომელსაც თქვენ ინტერვიუს მომენტისათვის წარმოადგენდით, არ შეცვლილა.

. .: საქმე მედვედევში, პუტინსა და მხოლოდ რუსეთში როდია. ჩვენი მხრიდან, ერთმნიშვნელოვნად, სერიზული შცდომები იქნა დაშვებული, შეცდომები დაუშვა რუსეთმაც, ამიტომ უმართებულოა მხოლოდ ერთი ან მეორე მხარის დადანაშაულება. თუმცა ჩვენი შეცდომები გაცილებით ძვირად დაგვიჯდა, რადგან პატარა ქვეყანა ვართ და პრობლემებიც უფრო რთული გვაქვს.

. .: საინტერესოა, როგორ მიაღწიეთ შეთანხმებას ამჯერად უკვე მთავრობის თავმჯდომარე ვლადიმერ პუტინთან და მოსკოვში მასთან ჩაფრენისას თავს უწინდებურად მტრულ სახელმწიფოში გრნობთ?

. .: საქმე განცდებში როდია, არამედ იმაში, თუ რა გვაქვს გასაკეთებელი. ფაქტია, რომ მეც და სხვა ქართველებსაც სიტუაციის ასეთი განცდა გვქონდა, როცა ჩვენი ქვეყნები აშკარა კონფრონტაციამდე მივიდნენ, როცა ქართველი და რუსი ჯარისკაცები ერთმანეთს ხოცავდნენ. რა თქმა უნდა, ეს ტრაგედია იყო როგორც საქართველოს, ისე რუსეთის სახელმწიფოსთვისაც და ვიმედოვნებ, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება!

სრულებით დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მხრიდან სწორი – მიზანმიმართული და გეგმაზომიერი – პოლიტიკის პირობებში ერთმნიშვნელოვნად შესაძლებელია ნებისმიერი სამხედრო კონფრონტაციის თავიდან აცილება და წინსვლა ყველა საკითხში, რომლებიც გვაწუხებს. არ ვამბობ, რომ იოლი ამოცანაა, მე არ ვატყუებ ხალხს და არ ვეუბნები, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაშიც კი ამის გაკეთება ერთ ან ორ წელიწადში შეიძლება. სამწუხაროდ, კრიზისი იმდენად გაღრმავდა, რომ ახლა ძნელია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის იქიდან გამოყვანა და რაც მეტხანს გაგრძელდება ასეთი სიტუაცია, მით უფრო ღრმად ჩავეფლობით მასში.

. .: რაკიღა ის ტრაგედია გაიხსენეთ, მინდა, გკითხოთ: რატომ აცხადებთ ხშირად ასე ამაყად საჯაროდ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თქვენი მეუღლე და ვაჟიშვილი გორში, საომარი მოქმედებების რაიონში, იმყოფებოდნენ? ვის ომში და ვის წინააღმდეგ იბრძოდნენ ისინი? შეგიძლიათ კაცობრიობის ცივილიზაციის არსებობის განმავლობაში გაჩაღებული ომების ისტორიიდან მოიყვანოთ მაგალითი იმისა, რომ მოწინააღმდეგეს, რიცხოვნობით მილიონჯერ აღმატებულს, რამდენიმე დღეში თავად დაეტოვებინოს მტრის დაპყრობილი ტერიტორია და, ამასთან, არ დაეშვას მაროდიორობისა და ძალადობის ერთი ფაქტიც კი? სამაგიეროდ, იმის კონკრეტულ მაგალითებს მოგიყვანთ, თუ როგორ იხდიდნენ რუსი ჯარისკაცები თავიანთი მწირი ხელფასიდან ერთი კილოგრამი ვაშლის, პურისა და ჭაჭის საფასურს, თუ როგორ დახვრიტა რუსმა ოფიცერმა, საომარი მდგომარეობის კანონის თანახმად, თავისი ორი ჯარისკაცი – საკუთარ თავს ზედმეტის უფლება რომ მისცეს, როგორ დაიცვა რუსეთის არმიამ იმ დღეებში საქართველო ჩრდილოკავკასიური ბანდფორმირებებისგან, რომლებიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შემოჭრისა და თბილისამდე მოსვლის სურვილით იწვოდნენ...

. .: ეს თქვენი პირადი აზრია!

. .: თქვენ კი ჰოლივუდური ტყუილი, სახელად „აგვისტოს ხუთი დღე“, უფრო მოგწონთ, ქალბატონო ნინო?!

. .: არ მინახავს და არც ვაპირებ მის ნახვას, რადგან ვიცი, რომ ეს პიარაქციაა და არა მხატვრული ფილმი. ხოლო ის, რომ ჩემი მეუღლე და ვაჟიშვილი იყვნენ იქ, სადაც იყვნენ, სწორად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ არათუ შეცდომად, არამედ დანაშაულადაც მიმაჩნდა სააკაშვილის მოქმედებები, როცა 2008 წლის აგვისტოში მან ცხინვალის დაბომბვის ბრძანება გასცა. ჩემი ქმარი მაშინ მოქმედი გენერალი იყო და საბრძოლო პოსტზე უნდა მდგარიყო, ჩემი შვილიც იქ უნდა ყოფილიყო, რადგან სხვების შვილები იბრძოდნენ. თუმცა ბრძოლა მაინცდამაინც ვერავინ მოასწრო, რადგან ჩვენმა ჯარებმა დღე-ნახევარსა თუ ერთ დღეში, მთავარსარდალ სააკაშვილის წყალობით, ყველა საბრძოლო პოსტი დატოვა...

. .: რალფ ემერსონმა ერთხელ თქვა: დემოკრატია ხულიგანთა მმართველობად იქცევა, რომელსაც რედაქტორები შეაკავებენ“. დღეს საქართველოში სწორედ ასეთი სიტუაციაა და ნამდვილი რედაქტორები, როგორც თავადაც დარწმუნდით ჰოლდინგ „მედიაპალიტრის“ მხარდამჭერ აქციაზე, არც ისე ბევრია... სოლიდარობა არც ხელისუფლების მეოთხე შტოში – ქართულ მასმედიაშია, ისევე, როგორც ქართულ ოპოზიციაში, რომლის წყალობითაც შევიტყვეთ, რომ სიტყვა „ოპოზიცია“ თურმე სიტყვა „პოზა“-დან წარმოიშვა... დიახ, ქართული ოპოზიცია ფულის სანაცვლოდ ნებისმიერ პოზაში დგება, გარდა პოზიციისა, რომელიც მის სამშობლო – საქართველოს ესაჭიროება!

კითხვა: რას აპირებთ, ქალბატონო ნინო, უახლოეს ხანებში, გაქვთ თუ არა მოქმედების განსაზღვრული გეგმა? არ გთხოვთ, დღე და საათი დამისახელოთ – როდის აიღებთ ვაგზალს, ფოსტას, ტელეგრაფს, არც „დიდი საიდუმლოს“ გამხელას გთხოვთ – თუ სად იმყოფება ამჟამად თქვენი მეუღლე, მაგრამ ის თავისუფალია, ხოლო ჩემი მეგობარი სოსო ჯაჭვლიანი ციხეში იჯდა, ასე არაა?! ბედნიერი მამა ვიქნები, თუ ჩემი გიორგი ისეთი გაიზრდება, როგორიც სოსო ან ლუკა კურტანიძეა, მაგრამ გამოდის, ჩემი ვაჟის ადგილიც მის სამშობლოში – ციხეა?!

. .: ასეთ საქართველოშიკი!

. .: სადმე მსოფლიოში არის კი ამდენი გამყიდველობა, ორპირობა და ფარისევლობა, რამდენიც საქართველოში? თუ პრეზიდენტი გახდებით, ვისთან ერთად და როგორ ააშენებთ ახალ საქართველოს – ვისთან ერთადაც ეს არაერთხელ გიცდიათ?! რატომ გღალატობენ მუდმივად თანამოაზრენი? შეხედეთ, ვინ მიიჩნევა თქვენს უახლოეს თანამოაზრედ პარლამენტში, ვინ არ გშორდებოდათ გვერდიდან, როცა საკუთარი ფონდი დააფუძნეთ, ვინ დაგიდგათ გვერდში, როცა პარტია შექმენით და რა ცოტა მომხრე გყავთ დღეს...

. .: კატეგორიულად არ გეთანხმებით! პირიქით, დაინახავთ, უახლოეს დღეებში პრესკონფერენცია რომ გაიმართება და ჩვენს პარტიას შემოურთდებიან ადამიანები, რომლებიც აქამდე უარს ამბობდნენ რომელიმე პარტიაში გაწევრებაზე, ან, უბრალოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრენი იყვნენ. გარწმუნებთ, ჩვენი რიგები გაიზარდა და ასეთი ტერორის პირობებში ეს განსაკუთრებით დასაფასებელია. კი, ვიღაცები მიდიან, მაგრამ მათ ნაცვლად მოდიან პოლიტიკური თვალსაზისით ბევრად გაბედული და მებრძოლი ადამიანები. რა თქმა უნდა, საწყენიცაა და მტკივნეულიც, როცა მიდიან ისინი, რომლებსაც ენდობოდი და ფიქრობდი, რომ საკმარისი სულიერი ძალა ჰქონდათ ბრძოლის გასაგრძელებლად, მათ კი ადამიანური სისუსტეები გამოიჩინეს...

თუმცა, იცით, 26 მაისს ოფისში რომ მოვედი და დავინახე, დღის სამი საათისთვის ის როგორ ივსებოდა ნაცემი, გატანჯული, შეურაცხყოფილი ადამიანებით, როცა ვხვდები ციხეებიდან თანდათან გამოსულებს, რომლებიც მეუბნებიან – ჩვენ მზად ვართ ბრძოლის გასაგრძელებლად და, გეთაყვა, არ დანებდეთ და არგატყდეთ“! – ეს მე უზარმაზარ ძალას მმატებს და პასუხისმგებლობას მაკისრებს. ამიტომ ერთმნიშვნელოვანად გეტყვით: „სახალხო კრებაარ დაშლილა და არ აპირებს ფოსტის, ტელეგრაფის, არც იმ ყბადაღებული პარლამენტის, რომელიც გახვრეტილ გროშადაც არ ღირს, არც საკრებულოსა და ტელევიზიის აღებას, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას, რომელიც აუცილებლად ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება!

ეს ბრძოლა იმისთვის კი არ გაჩაღებულა, რომ ვინმე ხელისუფლების სათავეში რევოლუციური მოქმედებების გზით მოვიდეს, არამედ იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს არჩევანის უფლება, რათა შევძლოთ იმ მთავრობის „ჩაწევა“, რომელიც რვაფეხასავით ჩაბღაუჭებია სავარძლებსა და სახელმწიფო მმართველობას, იმისათვის, რომ ხალხმა იცოდეს სიმართლე! რომ ადამიანები არ უყურებდნენკურიერს, რომელიც საბჭოთა ხანის პროგრამა «ВРЕМЯ»- აბსოლუტური პროტოტიპია, როცა ყველაფერი სასიკეთო, რაც საქართველოში ხდება, ხელისუფლების დამსახურებაა, ხოლო ყველაფერი ცუდიოპოზიციის ქმედებების ბრალია.

თქვენ სწორად აღნიშნეთ – ახლა ციხეებში ქართველი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი ზის. ბათუმში, მაგალითად, მერწმუნეთ, ციხეში ზის აჭარის რეგიონის მომავალი! ეს ხალხი იმისთვის იბრძვის, რომ აჭარა საქართველოს ღირსეულ ნაწილად და არა სააკაშვილის ტურისტულ სააგენტოდ იქცეს.

არ ვლაპარაკობ ყველაზე – ციხეებში, ერთმნიშვნელოვნად, სხედან ავისმზრახველებიცა და დამნაშავენიც, მაგრამ მათი რიცხვი გაცილებით ნაკლებია – ქართული ციხეების ძირითად კონტინგენტს სააკაშვილისა და მისი ზონდერბრიგადების მიერ პოლიტიკური და პირადი მოტივებით გასამართლებული ხალხი შეადგენს.

. .: თქვენ გჯერათ “happy end”-ის, ქალბატონო ნინო?!

. .: აუცილებლად! ახლა რაც შეეხება უახლოეს გეგმებს: 4 ივლისისათვის ვამზადებთ აქციას – ადამიანების დაღუპვიდან მეორმოცე დღეს აღვნიშნავთ და არ ვარჩევთ ჩვენიანსა და უცხოს, პოლიციელებსა და ჩვენს მომხრეებს... როგორც ზემოთაც აღვნიშნე, სასამართლომ უარი გვითხრა ვიდეო და აუდიომასალების წარმოდგენაზე, რომელთა საფუძველზეც ადამიანების მანქანით გატანასა და პოლიციელის მოკვლაში გვადანაშაულებენ და რომელთა გარეშეც ვერ შევძლებთ ექსპერტიზის ჩატარებასა და ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას. რა მექნიზმებით ინარჩუნებენ ეს გონებაშეზღუდულები ძალაუფლებას?! ალბათ, მხოლოდ შიშით...

. .: ქალბატონო ნინო, გმადლობთ ასეთი შინაარსიანი საუბრისათვის, თუმცა დასასრულ, ბიზნესწინადადებას გთავაზობთ: თუ პრეზიდენტი არ გახდებით, გახსენით საქართველოში მადამ ნინოს მუზეუმი (მადამ ტიუსოს მუზეუმის მსგავსად ინგლისში) და დადგით იქ მომავალი თაობების დასამოძღვრად თქვენი თანამედროვეების – კოლეგების, ცვილის ფიგურები: ქართველი პოლიტიკოსების, ჩინოვნიკებისა და ექსპერტ-პოლიტოლოგების.

. .: ესე იგი, უმუშევარი არ დავრჩები. დიდი მადლობა ყვავილებისათვის!

P.S. თავიდან ნინო ბურჯანაძისთვის დიდი ჰოლანდიური ვარდის მირთმევა მინდოდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ ეს შესაძლოა, ორმაგ ქარაგმად აღქმულიყო – „ვარდების რევოლუციისა“ და დღევანდელი პოლიტიკური მარტოსულობის მინიშნებად. ამიტომ სიწმინდისა და სიბრძნის ტრადიციული სიმბოლო – თეთრი ლოტოსების თაიგული ვამჯობინე.

თუმცა ჩემი შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა – როგორც მკითხველი თავადაც დარწმუნდა, ბურჯანაძე სრულებითაც არ შეცვლილა და უწინდებურად საკუთარი თავის ერთგულია! მით უფრო, რომ „ვარდისფერ“ თემას საათნახევრიანი საუბრისას გვერდი მაინც ვერ ავუარეთ... 

მე კი დავრწმუნდი აინშტაინის გამონათქვამის სიბრძნეში: არასოდეს იმოქმედოთ კანონისა და სინდისის საწინააღმდეგოდ, თუნდაც, ამას სახელმწიფო ინტერესები მოითხოვდეს“...

P.P.S. ქალბატონმა ნინომ საუბრისას რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ეს ინტერვიუ კი არა, დაკითხვაა!“ რომ მე ჩემი კონკრეტული, მტკიცე და მკაფიო პოზიცია მაქვს, რომ შეუძლებელია, უპასუხო წინდაწინ მომზადებულ ნახევარგვერდიან კითხვებს, რომელთაგან თითოეული 20-30 სხვადასხვა თემას მოიცავს“. მისი გაგება შეიძლება, თუმცა ჩვენი საუბრის დასაწყისშივე გავაფრთხილე, რომ „ეს, უბრალოდ, ჟურნალისტთან ინტერვიუ კი არა, საქინფორმის მთავარი რედაქტორის საუბარია პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერთან (იხ. დასაწყისი). მით უფრო, რომ ქალბატონ ბურჯანაძეს უთუოდ „სმენია“ პუბლიცისტ ხიდირბეგიშვილის შესახებ, რომელმაც წამოჭრილი თემები ყურმოკვრით როდი იცის...

მიუხედავად ამისა, მან, მართალია, საკუთარკოორდინატთა სისტემაში“, მაგრამ მაინც თითქმის ყველა შეკითხვას უპასუხა და თუ ვერ დაგვარწმუნა, განმამტკიცა მაინც ჩემს კონკრეტულ, მტკიცე და მკაფიო პოზიციაში“.

ნინო ბურჯანაძემ, ასევე, ნებისმიერ დროს შეხვედრისა და საუბრისათვის მზადყოფნა გამოთქვა, რათა მკითხველი არ „გადატვირთულიყო“ ამხელა მოცულობის მასალით.

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ მზადაა, ნებისმიერ დროს ჩაწეროს ინტერვიუ მასთან, ისევე, როგორც, ქართული პოლიტისტებლიშმენტის ნებისმიერ წარმომადგენელთან, წინასწარ მომზადებული კითხვების გარეშეც კი.

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოსაქინფორმი
თბილისი, 2011 წლის 29 ივნისი, 14:00-15:30 სთ.