საზოგადოება
მაგნიტური ქარიშხალი დედამიწას უტევს

magnituri_qarishxaliდედამიწაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო, რომელიც მზეზე პლაზმის ძლიერი ამოფრქვევითაა გამოწვეული.

მეცნიერთა განცხადებით, ჩვენი პლანეტის მეტეომგრძნობიარე მოსახლეობა უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში ჯანმრთელობის გაუარესებას იგრძნობს.

ამასთან, სპეციალისტები ატმოსფერული წნევის რეკორდულ დაცემას პროგნოზირებენ.

გეომაგნიტური ინდექსი ამ დროისთვის 6-ის ტოლია. სულ ამ გრადაციაში ინდექსის 10 დონეა.