პუბლიკაციები
დაკავებისას ფერადკანიანი მამაკაცის სიკვდილის შემდეგ აშშ-ის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები გამწვავდა

 საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. 30 მაისს საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები აშშ-ის მთავარ ქალაქებში მოითხოვდნენ რასობრივ სამართლიანობას. თეთრკანიანი პოლიციელის ხელში ფერადკანიანი მამაკაცის სიკვდილის გამო მრისხანება ქვეყანაში სამოქალაქო არეულობაში გადავიდა.

დემონსტრაციების უმეტესობა თავიდან მშვიდობიანი იყო, სანამ გადაიზრდებოდა ძალადობაში, როცა დემონსტრატებმა დაიწყეს საგანგებო მდგომარების უგულებელყოფა, გზები გადაუკეტეს ტრანსპორტს, ცეცხლს უკიდებდნენ შენობებს, ამსხვრევდნენ ფანჯრებს და შეტაკება ჰქონდათ პოლიციასთან.

დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეები ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო გამოახატავდნენ გულისწყრომას, გაიმართა ბევრ ქალაქში, მათ შორის, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ატლანტაში, ჩიკაგოსა და ლოს-ანჯელესში.

46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს გარდაიცვალა, როცა მინეაპოლისში, დაკავებისას, თეთრკანიანმა პოლიციელმა ხელბორკილები დაადო და სახით ასფალტზე მყოფს, კისერში მუხლს აჭერდა, როცა ფლოიდი იმეორებდა, "ვეღარ ვსუნთქავო".

ვაშინგტონში, ასეულობით დემონსტრანტი მივიდა იუსტიციის უწყებასთან და გაიძახოდნენ ლოზუნგებს: "black lives matter"(შავი სიცოცხლე მნიშვნელოვანია) და“I can’t breathe” (ვეღარ ვსუნთქავ).

საპროტესტო აქციის მონაწილეები მივიდნენ თეთრ სახლთანაც, სადაც მათ დახვდა პოლიცია, რომელმაც დემონსტრანტების მიმართ გამოიყენა წიწაკის გაზი. ეროვნული გვარდიის ნაწილები არეულობის გამო გამოიძახეს ბევრ ქალაქში, მათ შორის, ოჰაიოს შტატში, მინესოტაში, ასევე მისურიში, ვისკონსინსა და ტენესიში.