პოლიტიკა
სააკაშვილს მიმხრობილ ბურჯანაძეს პოლიტიკაში ყოფნისა და ხელისუფლებაზე პრეტენზიის უფლება არ აქვს! - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ლუკა კურტანიძე

 საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. 2011 წლის 26 მაისს სააკაშვილის ძალოვნების მიერ ნინო ბურჯანაძის აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულმა მისმა ყოფილმა მომხრემ - გამოჩენილმა ქართველმა მოჭიდავემ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა ლუკა-ელდარ კურტანიძემ განაცხადა, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებთან - 26 მაისის დარბევის მონაწილეებთან ერთად ერთ მაგიდასთან ჯდომა, როგორც ამას ნინო ბურჯანაძე და გუბაზ სანიკიძე აკეთებენ, იმიტომ, რომ ეს „უსინდისობა, მარაზმი და სირცხვილია!“.

გვეგონა, რომ ნინო ბურჯანაძე, გუბაზ სანიკიძე იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ნაციონალურ დამნაშავე რეჟიმთან გვერდიგვერდ, ერთად მაინც არ დადგებოდნენ. შეიძ₾ება მტერთან დიალოგში დაჯდე და ისაუბრო მასთან იმ პრეტენზიებზე, რაც გაგაჩნია და რაც მათ ჩაუდენიათ, მაგრამ ერთიმეორის დამცველად და ერთ ძალად ეს უკვე არის ღალატი იმ ადამიანების, რომლებიც გარდაიცვალნენ, რომლებიც დაავადმყოფდნენ, რომლებიც დასახიჩრდნენ, რომლებსაც ღირსება აჰყარეს, იმ ადამიანების უნდა გრცხვენოდეთ და არასოდეს თქვენ არა გაქვთ უფლება, ამ ნაბიჯის შემდეგ იყოთ იმ პოლიტიკურ ველზე, რომელსაც საქართველოს მართვის პრეტენზია გაგაჩნიათ“, - განუცხადა კურტანიძემ ტელეკომპანია „იმედს“.