უცხოეთი
ტრამპმა დიდი შვიდეულის სამიტი გადადო და სურს, შეხვედრაზე რუსეთი და კიდევ სამი სხვა ქვეყანა მიიწვიოს

 საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა გადადოს დიდი შვიდეულის სამიტი წელს, მომავალი თვეებისთვის და გეგმავს მიიწვიოს სხვა ქვეყნებიც, მათ შორის, რუსეთი.

ტრამპის თანახმად, ამ ჯგუფის ახლანდელი შემადგენლობა: აშშ, კანადა, გერმანია, ბრიტანეთი, რუსეთი, იაპონია, იტალია და საფრანგეთი, მოძველებულია. „არა მგონია, რომ დიდი შვიდეული კარგად წარმოადგენდეს იმას, რაც ახლა მსოფლიოში ხდება“, უთხრა ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა ივნისისთვის იყო დაგეგმილი აშშ-ში, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო მასპინძელი იძულებული იყო, გეგმისთვის გადაეხედა. თეთრმა სახლმა 26 მაისს განაცხადა, რომ, ტრამპის აზრით, „კორონავირუსის გამო აკრძალვების შემდეგ ეკონომიკის გახსნის უფრო დიდი მაგალითი“, ვიდრე დიდი შვიდიანის სამიტი აშშ-ში ივნისის ბოლოს, ვერაფერი იქნებოდა.

მაგრამ ტრამპი ახლა აცხადებს, რომ სურს, სამიტი მოგვიანებით, შეიძლება სექტემბერში გამართოს და დამატებით, რუსეთთან ერთად მიიწვიოს ავსტრალია, ინდოეთი და სამხრეთი კორეა.

ჯგუფის განხილვის თემა იქნება ჩინეთთან დამოკიდებულება, განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენლმა, ალისა ფარამ. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ტრამპის მიწვევაზე ივნისის ბოლოსთვის უკვე უარი თქვა.

radiotavisupleba.ge