უცხოეთი
დონალდ ტრამპი აპირებს სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით ბრძანებას მოაწეროს ხელი

 საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. დონალდ ტრამპი აპირებს ხელი მოაწეროს ბრძანებას, რომელიც სოციალურ მედიას ეხება, თუმცა თეთრი სახლის პრესმდივანმა, არ დააკონკრეტა ბრძანებულების დეტალები. გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ამერიკის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ დახურავდა სოციალური მედიის პლატფორმებს. დონალდ ტრამპის სოციალური ქსელებით გაღიზიანება „ტვიტერის“ მიერ მისი პოსტისთვის, ინფორმაციის გადამოწმების ბმულის დამატებამ გამოიწვია.

ცნობისთვის, „ტვიტერმა“ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ორმა პოსტმა, სადაც ფოსტის საშუალებით ხმის მიცემაზეა საუბარი, შესაძლოა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. მოგვიანებით, პრეზიდენტის აღნიშნული პოსტები გამაფრთხილებელი ნიშნებით მოინიშნა, რაც ინფორმაციის არასარწმუნოებაზე მიუთითებს.

interpressnews.ge