სამართალი
ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის კრიტიკული წერილი პრეზიდენტ სააკაშვილს

misha-saakashviliროგორც ორგანიზაციის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის გაგზავნილ მიმართვაშია ნათქვამი, ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორია კიდევ ერთხელ გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას ქართველი ადვოკატების მდგომარეობის შესახებ, რომლებიც მუდმივი ჩაგვრის, მუქარისა და დაშინების მსხვერპლნი არიან.

„2010 წლის დეკემბერში ობსერვატორიის მიერ შედგენილ ანგარიშში ყურადღება გამახვილდა საქართველოში ადვოკატების დაუსაბუთებელ დაპატიმრებებზე. ქართველი ადვოკატები ხშირად ხდებიან დამაშინებელი იურიდიული პროცედურების, დაპატიმრებისა და მოკვლევის სამიზნეები. კიდევ უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ გასამართლებული ადვოკატების დიდი უმრავლესობა თვითნებური დაპატიმრებისა და უკანონო დაკავების შემდეგ გამოგონილ სამხილებზე დაყრდნობით გაასამართლეს“, – ნათქვამია წერილში, რომელშიც კონკრეტული ადვოკატების დაკავების მაგალითებია მოყვანილი.

ორგანიზაციის აზრით, „თვითნებური დაკავება, უსამართლო დატუსაღება და გასამართლება იმ გაუარესებული გარემოს შემადგენელი ნაწილია, რომელშიც ქართველ ადვოკატებს უწევთ პროფესიული მოღვაწეობა. ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორია საქართველოს ხელისუფლებისაგან მოითხოვს, გარანტირებულ იქნეს საქართველოში ადვოკატის პროფესიის განხორციელების თავისუფლება და იურიდიული პროფესიის დამოუკიდებლობა; პრეზიდენტ სააკაშვილისგან – შეიწყალოს უკანონოდ დაპატიმრებული 23 წლის ადვოკატი მარიანა იველაშვილი; გაეროსგან, ევროპული კომისიისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან – დაუყოვნებლივ იშუამდგომლონ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა შეწყდეს მათი მხრიდან საქართველოში ადვოკატების დაშინება და წნეხი; ევროპის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციებისგან და სხვა იურიდიული ორგანიზაციებისაგან – ყველა ღონე იხმარონ ქართველი ადვოკატების მხარდასაჭერად“.